იოსებ ყიფშიძე (1882-1919)

ფილოლოგი, ენათმეცნიერი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი (1911). სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა აღმოსავლეთის პრაქტიკულ აკადემიაში კავკასიური ენების შესწავლის კურსებზე. 1915 წლიდან იყო პრივატ-დოცენტი, კითხულობდა ქართული ენის კურსს. 1917 საქართველოში დაბრუნდა. მონაწილეობდა თსუ-ის დაარსებაში, იყო გამგეობის სწავლული მდივანი და ქართული ენის პირველი პროფესორი. იკვლევდა ქართველურ ენებს, მათი აგებულებისა და ისტორიის საკითხებს. აღსანიშნავია მისი გამოკვლევები “დამატებითი ცნობები ჭანურის შესახებ” (1911), “მეგრული ენის გრამატიკა ტექსტებითა და ლექსიკონით” (1915) და სხვ.

იოსებ ყიფშიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა თინათინ ყიფშიძემ 2001 წელს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი