იაკობ გოგებაშვილი (1840-1912)

პედაგოგი, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებლებში, 1855 თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 კი კიევის სასულიერო აკადემიაში. 1863 იაკობ გოგებაშვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც აქტიური პედაგოგიური მუშაობა გააჩაღა. 1874 წლიდან ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. დიდი წვლილი შეიტანა “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დაარსებასა და საქმიანობაში. მის ნაშრომებში პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა სწავლების მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემაა განხილული. ი. გოგებაშვილმა დაწერა მრავალი სასკოლო სახელმძღვანელო, მათ შორის, “დედა ენა” (1876). საფუძველი ჩაუყარა საბავშვო ლიტერატურას.

იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

იაკობ გოგებაშვილის ფონდი 640 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 3) შემოქმედებითი; 4) მიმოწერა; 5) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი