გიორგი ჯავახიშვილი (1877-1956)

ანთროპოლოგი. დაამთავრა დერპტის (ტარტუს) უნივერსიტეტი (1903). 1903-1905 მუშაობდა ბერლინის უნივერსიტეტში, 1905 წლიდან პეტერბურგის აკადემიის ზოოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმებში. 1921-1935 იყო თსუ ზოოლოგიის კათედრის გამგე. 1926 დააარსა ბათუმის (ციხისძირში) ბიოლოგიური სადგური. 1929 თსუ ზოოლოგიის კათედრასთან ჩამოაყალიბა პროტოზოოლოგიის ლაბორატორია. მისი ძირითადი ნაშრომები ანთროპოლოგიის, ზოოლოგიისა და პალეონტოლოგიის საკითხებს შეეხება.

გიორგი ჯავახიშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

გიორგი ჯავახიშვილის ფონდი 216 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი