ევგენია გრანსტრემი (1911-1991)

რუსი ბიზანტინისტი, სლავისტი და პალეოგრაფი. დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი (1932). ჩააბარა ასპირანტურაში “ბერძნული პალეოგრაფიის” სპეციალობით (1935). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია “ბერძნულ ხელნაწერთა აღწერილობის პრინციპები” (1941). 1948 დაიწყო სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობა (“სლავური და რუსული დამწერლობის უძველესი პერიოდი”). დაწერილი აქვს მრავალი ნაშრომი ბერძნულ, რუსულ და სლავურ პალეოგრაფიაზე, ბიზანტინისტიკის საკითხებზე. მის ნაშრომებში განსაკუთრებული ადგილი უკავია ბერძნული და სლავურ-რუსული პალიმფსესტების გამოვლენა-შესწავლას, რომელთა აღწერის მეთოდიკა მან შეიმუშავა.

ევგენია გრანსტრემის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა ოჯახმა 2006 წლის 24 აგვისტოს (შემოსულობათა წიგნი # 727).

ევგენია გრანსტრემის ფონდი 226 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) მიმოწერა; 2) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი