ევგენი მარკოვი (1873-1954)

მოყვარული ბიოლოგი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ლექციებს კითხულობდა თბილისის სატყეო ინსტიტუტში. იყო მონადირეთა კავშირის აქტიური წევრი. დაწერილი აქვს წიგნები საქართველოს ფაუნაზე. აქტიურად მონაწილეობდა თბილისის ზოოპარკის დაარსებაში.

ევგენი მარკოვის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1977 წლის 21 ივნისს (შემოსულობათა წიგნი # 489).

ევგენი მარკოვის ფონდი 1070 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) ფოტოები;
5) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი