ეგნატე მენთეშაშვილი (1870-XXს. I ნახ.)

მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. პირველი წერილი გაზ. “ივერიაში” დაბეჭდა. ინტენსიურად აქვეყნებდა მოთხრობებსა და პუბლიცისტურ წერილებს, რომელთა უმეტესობა ქიზიყს ეხებოდა. 1894 სოფელ ქვემო მაჩხაანში გახსნა წიგნების მაღაზია. 1898 გურჯაანში სკოლა დააარსა.

ეგნატე მენთეშაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1977 წლის 21 დეკემბერს (შემოსულობათა წიგნი # 495).

ეგნატე მენთეშაშვილის ფონდი 72 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი