ედიშერ ხოშტარია-ბროსე (1927-2005)

ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2001). დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი (1949). იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი (1956-1962) და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1962-1972). კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში განყოფილების გამგე (1972-1983), დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში (1983-1999) და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. იკვლევდა კაპიტალიზმის ისტორიას, შუა საუკუნეების ისტორიას (მთის პრობლემები, აფხაზების წარმოშობა და სხვ.), “ქართლის ცხოვრებასა” და სხვ.

ედიშერ ხოშტარია-ბროსეს პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი