დუტუ მეგრელი (დიმიტრი ხოშტარია) (1867-1938)

პოეტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია (1887) და ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობაზე (ყარსის ოლქისა და ოლთისის მაზრის გადასახადთა ინსპექტორად, განჯის გუბერნიის, ყაზახის მაზრისა და ქ. ერევნის გუბერნიის საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრად). დააარსა ქართული სამკითხველო ქ. ერევანში. 1886 წლიდან სისტემატურად აქვეყნებდა ლექსებს სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში.

დუტუ მეგრელის პირადი არქივი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1983 წლის 21 იანვარს (შემოსულობათა წიგნი # 571).

დუტუ მეგრელის ფონდი 1161 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მისადმი მიძღვნილი სიტყვები, ლექსები, სტატიები; 3) შემოქმედებითი; 4) მიმოწერა; 5) ფოტოები; 6) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი