სათაური: „დროსის წამების“ ქართული თარგმანი

ქართულ-სირიული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან

ავტორი: მანან მაისურაძე

რედაქტორი: ნინო მელიქიშვილი, მარიამ ჩაჩიბაია

გამოცემის თარიღი: 2017 წელი

გვერდების რაოდენობა: 138 გვერდი

გამომცემელი:  კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

აღწერა: მანანა მაისურაძის წინამდებარე ნაშრომი „დროსის წამების“ ქართული ვერსია წარმოადგენს სირიულიდან ქართულ ენაზე არაუგვიანეს VIII საუკუნეში თარგმნილ წამების ჟანრის აგიოგრაფიულ თხზულებას. ტექსტი შეიქმნა ბერძნულ ენაზე  IV-V საუკუნეებში ანონიმი ავტორის მიერ. იგი დამყარებულია იოანე ოქროპირის ჰომილიასა და იოანე მოციქულის აპოკრიფულ აქტებზე. „წამების“ სირიელმა ავტორმა ბერძნული ტექსტი განავრცო და გაამდიდრა ახალი ცნობებით. ბერძნული ვერსია დღესდღეობით დაკარგულია, ამდენად, მისი სხვაენოვანი თარგმანები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. წინამდებარე გამოცემას ახლავს გამოკვლევა, რომელშიც განხილულია როგორც ქართული ვერსიის, ასევე სირიული ტექსტის შემცველი ნუსხები, შესწავლილია დედნისა და მისი თარგმანის ურთიერთმიმართება, მათი ენობრივი თავისებურებანი.  ტექსტს დართული აქვს ქართული და სირიულ-ქართული ლექსიკონები. ნაშრომი, რომელიც 1980 წელს კორნელი კეკელიძის სახელობის მაშინდელ ხელნაწერთა ინსტიტუტში აკადემიკოს კოტე წერეთლის ხელმძღვანელობით შეიქმნა, იმ პერიოდში გარკვეული მიზეზების გამო ვერ გამოქვეყნდა. ამჟამად მისი უცვლელი სახით  გამოცემა მიეძღვნა გარდაცვლილი ავტორის, მანანა მაისურაძის (1947-2013) ხსოვნას.