დავით გვრიტიშვილი (1915-1969)

ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1953), პროფესორი (1957). დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი (1938). 1942-1943 იბრძოდა II მსოფლიო ომში. 1943 წლიდან მუშაობდა თსუ-სა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში. 1956-1961 იყო თსუ ისტორიის ფაკულტეტის დეკანი, 1961-1969 – საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა XIII-XVIII სს-ის საქართველოს სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის შესწავლის საქმეში, გამოიკვლია ქართველი ყმა-გლეხობის, ფეოდალური ქალაქების (თბილისი, გორი), საზოგადოებრივი აზროვნებისა და კულტურის ისტორიის მთელი რიგი საკითხები.

დავით გვრიტიშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა მისმა ქალიშვილმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ლუიზა გვრიტიშვილმა 2008 წლის 5 მაისს.

დავით გვრიტიშვილის ფონდი 87 საარქივო საქმეს შეიცავს:
1. ბიოგრაფიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2. მიმოწერა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი