ალექსანდრე ვაჩეიშვილი (1886-1964)

ქართველი იურისტი, საქართველოს იურიდიული განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია (1904წ.). სწავლა განაგრძო საზღვარგარეთ. ლექციებს ისმენდა პარიზის, ბრიუსელისა და ჟენევის უნივერსიტეტებში. 1912 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1922 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დადგენა-შემუშავებაში. მრავალრიცხოვანი სამეცნიერო შრომებისა და სახელმძღვანელოების ავტორია. 1946 წელს მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.

 

ალექსანდრე ვაჩეიშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირეს ირაკლი და ნინო ვაჩეიშვილებმა 2008 წლის 15 ივლისს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი