ალექსანდრე ჯაბადარი (1851-1933)

ჟურნალისტი, რედაქტორ-გამომცემელი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. XIX ს-ის 90-იან წლებში თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. მისი თაოსნობით დაარსდა “წიგნის გამომცემელ ქართველთა ამხანაგობა” და წიგნთსაცავი-სამკითხველო ახალგაზრდობისათვის. მოაწყო სტამბა და ცინკოგრაფია. გამოსცა ქართველ კლასიკოსთა თხზულებები. იყო ჟურნალ “მოამბის” დროებითი რედაქტორი (# 5-9) და გაზ. “ცნობის ფურცელის” რედაქტორ-გამომცემელი (1901-1906).

 

ალექსანდრე ჯაბადარის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა თინათინ სახოკიამ 1968 წლის 2 ივლისს (შემოსულობათა წიგნი # 319).

 

ალექსანდრე ჯაბადარის ფონდი 89 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი