სათაური: საქართველო ფარნავაზიდან ბაგრატ III-მდე

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის

სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერია VII

ავტორი: მიხეილ ბახტაძე

რედაქტორი: ზაზა აბაშიძე

გამოცემის თარიღი: 2018 წელი

გვერდების რაოდენობა: 84 გვერდი

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

აღწერა: ფარნავაზი იყო ქართული მიწა-წყლის პირველი გამაერთიანებელი, იგი `მეფე იქმნა ყოვლისა ქართლსა და ეგურსა ზედა~. მეფე ფარნავაზიდან XI საუკუნის დასაწყისამდე, საქართველომ და ქართველმა ერმა განვლეს უაღრესად მნიშვნელოვანი, საინტერესო, დრამატული, გამარჯვებებით, მარცხით, კვლავ გამარჯვებებით და აღმშენებლობით აღნიშნული პერიოდი თავისი ისტორიისა: ფარსმან I და ფარსმან II, მირიანი, ვახტანგ I გორგასალი, ქრისტიანობის მიღება, ქართული ეკლესიის თვითმწყემსობა, არაბობა, ბრძოლა ქვეყნის კვლავ გაერთიანებისთვის და, ამ ბრძოლის დაგვირგვინება _ ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის შექმნა ბაგრატ III ბაგრატიონით სათავეში _ აი ის საკითხები, რომელსაც ეხება თავის წიგნში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ბახტაძე.  წიგნი სამეცნიერო-პოპულარული ხასიათისაა, და დაწერილია ადვილად გასაგები, გაიოლებული ენით. დარწმუნებული ვარ, რომ წიგნი გამოადგება ყველას, ვინც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსულით.