სათაური: მეფე თეიმურაზი წამება ქეთევან დედოფლისა

ავტორი: ახალი გამოცემისთვის ტექსტი მოამზადა , შესავალი და კომენტარები დაურთო თეა ქართველიშვილმა

რედაქტორი: მიხეილ ქავთარია

გამოცემის თარიღი: 2017 წელი

გვერდების რაოდენობა: 89 გვერდი

გამომცემელი:კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

აღწერა: „წამება ქეთევან დედოფლისა“ ისტორიული პოემის პირველი ნიმუშია , რითიც თეიმურაზ I-მა ქართულ სინამდვილეში დაამკვიდრა ისტორიული პოემის ჟანრი. პოემა შეიცავს მნიშვნელოვან საისტორიო ცნობებს, როგორც ქეთევან დედოფლის მოღვაწეობისა და მოწამეობრივი აღსასრულის ასევე XVII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოს ისტორიის შესახებ. პოემა აღსანიშნავია იმითაც, რომ ნაწარმოებში მეფე-ავტორი გადმოგვცემს თავის ხედვასა და დამოკიდებულებას მიმდინარე მოვლენებისადმი.

კომენტარებში თავმოყრილი სხვადასხვა წყაროს ანალიზის ფონზე უფრო თვალსაჩინო ხდება ქეთევან დედოფლის ცხოვრებასა და წამებასთან დაკავშირებით დატრიალებული დრამატული მოვლენები.