ხელნაწერის კოდიკოლოგიური შესწავლა, მასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების კვლევა ყოველთვის იყო და დღესაც აქტუალურია მთელს მსოფლიოში. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში განსაკუთრებით გაძლიერდა ინტერესი ხელნაწერთა კოდიგოლოგიის ისეთი საკითხების მიმართ, როგორებიცაა სასვენი და განკვეთილობის ნიშნები, ხელნაწერთა განკანონება, ხელნაწერის წიგნების კინძვისა და შემოსვის ტექნოლოგიები. ამ ინტერესით იყო გამოწვეული ცნობილი ქართველი მეცნიერის, ხელნაწერთმცოდნის ლამარა ქაჯაიას მიერ სადისერტაციო თემის – “პუნქტუაცია V-XII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში” შერჩევაც. ამ ნაშრომით დაიცვა მან საკანდიდატო დისერტაცია 1969 წელს. სამწუხაროდ, მის სიცოცხლეში ნაშრომის წიგნად გამოცემა ვერ მოხერხდა და ავტორი მხოლოდ რამდენიმე სტატიის დაბეჭდვით შემოიფარგლა.

წინამდებარე გამოცემა წარმოადგენს ლამარა ქაჯაიას სადისერტაციო ნაშრომს. წიგნში განხილულია V-XII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში არსებული პუნქტუაცია და მისი განვითარების ეტაპები. მასალა დალაგებულია ქრონოლოგიური თანამიმდევრობით, ერთგულების დიდი მოცულობის გამო, განხილულია, უმეტესწილად, თარიღიანი ძეგლები.

სარედაქციო ჯგუფის გადაწყვეტილებით ხელნაწერთა ძველი კატალოგების გვერდით მიეთითა თანამედროვე აღწერილობები, ასევე ტექსტის უკეთ აღსაქმელად შემცირდა მოყვანილი მაგალითების რაოდენობა.

 

რედაქტორი

დალი ჩიტუნაშვილი

საგამომცემლო ჯგუფი

ირმა ბერიძე

ლანა გრძელიშვილი

მაია გურაბანიძე

ვლადიმერ პერანიძე

ფოტო

დიმიტრი გურგენიძე

 

© კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, 2018

ISBN 978-9941-9539-8-9

 

სარჩევი

შესავალი ————————————————————————————————————————- 7

პუნქტუაცია ძველ ბერძნულ ხელნაწერებში ——————————————————————————– 16

  1. პუნქტუაცია V-VIII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში ——————————————————— 22
  2. პუნქტუაცია IX-X საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში ———————————————————– 65
  3. პუნქტუაცია XI-XII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში ——————————————————— 106

ა. პუნქტუაცია XI საუკუნის I ნახევრის ხელნაწერებში ————————————————————- 106

ბ.  პუნქტუაცია XI საუკუნის II ნახევრის ხელნაწერებში ———————————————————— 116

4. განკვეთილობის ნიშნები VII-XII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში —————————————— 136

5. ქართული პუნქტუაციის მიმართება ბერძნულთან —————————————————————- 147

დასკვნები —————————————————————————————————————— 150

გამოყენებული წყაროები ————————————————————————– 153

გამოყენებული ლიტერატურა ——————————————————————— 154

ილუსტრაციები ———————————————————————————— 159

PUNCTUATION IN EARLY GEORGIAN MANUSCRIPTS (5th-12th centuries) ———— 197