სათაური: ლარგვისის ზატიკის მხატვრული გაფორმება

ავტორი: იზოლდა ჭიჭინაძე

რედაქტორი: ნინო ქავთარია

გამოცემის თარიღი: 2018 წელი

გვერდების რაოდენობა: 248 გვერდი

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

აღწერა:  შუა საუკუნეების ქართულ მინიატურებით  გაფორმებულ ხელნაწერებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლიტურგიკული ხასიათის ხელნაწერს ლარგვისის (შუა საუკუნეებში ქსნის საერისთაოს სამონასტრო ცენტრი  XIII-XVIIსს) ზატიკის სახეწლწოდებით, რომელიც დაცულია კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ზატიკი, კ.კეკელიძის მითითებით, ის წიგნია, რომელიც შეიცავს უდიდესი დღესასწაულების – აღდგომა -ამაღლება – მარტვილიის საგალობლებს.

ლარგვისის ზატიკის მხატვრული გაფორმების შესწავლა საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ იგი  პრობლემების უფრო ფართო ჭრილში – ლიტურგიკული კოდექსის ზატიკის გაფორმების უფრო ფართო ჭრილში. – ლიტურგიკული კოდექსის ზატიკის გაფორმების მხატვრული თავისებურებები შუა  საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში, ეროვნული მხატვრული ტრადიციების გამოვლენის დონე მინიატურების შესრულების მანერაში, ასევე დროისათვის დამახასიათებელი სტილისტური სიახლეების გაზიარება ქართული ხელნაწერი წიგნის გაფორმებაში.