25 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


მიზნები


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უძველესი ქართული და არაქართული ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა დროს სხვადასხვა წიგნთსაცავებსა თუ კერძო კოლექციებში დაცული ქართული კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი საგანძური: მდიდრულად ილუსტრირებული უნიკალური ხელნაწერები, ძველნაბეჭდი და რარიტეტული გამოცემები, მემორიალური ნივთები და სხვ. ცენტრში დაცული კოლექცია მოიცავს ისტორიის, გეოგრაფიის, ასტროლოგიის, მათემატიკის, მოგზაურობის, სამართლისა და სხვა დარგების უიშვიათეს ეგზემპლიარებს, ლექსიკონებს, აგიოგრაფიას, სამკურნალო წიგნებს, მხატვრულ ლიტერატურასა თუ ბიბლიურ ტექსტებს. ცენტრში თავმოყრილია V-XIX საუკუნეების ათი ათასამდე ქართული და ოთხი ათასამდე უცხოური (არაბული, სპარსული, თურქული, რუსული, სომხური, ბერძნული, ფრანგული, გერმანული, ლათინური, ებრაული, პოლონური, ინგლისური, ჩეხური, სირიული, ეთიოპიური, მონღოლური და სხვ.) პალიმფსესტური ფურცელი თუ ხელნაწერი; ქართველ მწერალთა პირადი არქივები; გრიგოლ წერეთლის უნიკალური პაპირუსების კოლექცია; საქართველოსა და საზღვარგარეთის სიძველეთსაცავებსა და კერძო კოლექციებში დაცული ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერებისა და ისტორიული დოკუმენტების ფოტოასლები და მიკროფირები; პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი - იტალიურ ქართული ლექსიკონი (1629წ.);  ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი სახარება (1709წ.); დავითნი (1711წ.); შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ პირველი გამოცემა და სხვ.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების მიზანია ხელმნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; მათი კვლევისათვის ხელშეწყობა; ცენტრში მიმდინარე პროცესებისა და პროექტების პოპულარიზაცია; მომავალი თაობებისათვის ქვეყნის კულტურული მეკვიდრეობის შენარჩუნებაში მონაწილეობის მიღება; ცენტრისათვის ფინანსური, ტექნიკური და საორგანიზაციო ხასიათის დახმარებისა და მომსახურების გაწევა; ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება და სხვ.


„საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ - ბორჯომი
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”
Elene Metreveli and the international research project of Gregory of Theologian heritage