25 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


სიახლე


საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამა
ვაჟა-ფშაველა


2015 წელს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით შექმნილია საგანგებო სამთავრობო კომისია და წლის ანმავლობაში დაგეგმილია არერთი ღონისძება.
ვინაიდან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება ვაჟა-ფშაველას პირადი არქივი: შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა (ლექსები, პოემები, პუბლიცისტური წერილები, პირადი ჩანაწერები, ფოტოები), ბუნებრივია, ცენტრი გეგმავს საგანგებო საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტს.
გამოფენის აღწერა

ექსპოზიციის ფარგლებში გამოიფინება:
• ვაჟას ცნობილი ლექსებისა და პოემების, მოთხრობებისა და პუბლიცისტური წერილების ავტოგრაფები. გამოფენაზე წარმოდგენილ ნაწერებში ჩანს ავტორი როგორ ცვლიდა, შლიდა და ალამაზებდა თითოეული სტრიქონის კეთილხმოვანებას; დამთვალიერებელი შეძლებს თვალი მიადევნოს ისეთი შედევრების შექმნის სამუშაო პროცესს, როგორებიცაა „ბახტრიონი“, „ზვიადაური“, „გველის მჭამელი“ და სხვ;
• საინფორმაციო საგანმანათლებლო ბანერები. ბანერები მომზადებულია საარქივო მასალისა და ფოტოარქივის საფუძველზე. გამოყოფილია 10 ძირითადი აქცენტი ვაჟა-ფშაველას ცხოვრებიდან;
• ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქაარქივო ფონდებში დაცული ფოტომასალა;
• საგანმანათლებლო პროგრამა „უბის წიგნაკიდან წიგნის ფურცლებამდე“ - პროგრამა საგანგებოდ შეიქმნა აღნიშნული ამოფენისთვის და გულისხმობს შემდეგს: ვინაიდან საარქივო მასალა შეიცავს მწერლების საყოველთაოდ ცნობილი ნაწარმოებების სამუშაო ვერსიებს, ნასწორებ შავ ჩანაწერებს, შესაძლებელია გამოფენაზე მოსულ ჯგუფებს შევთავაზოთ ვაჟას ცნობილი პოემების „ბახტრიონი“, „ალუდა ქეთელაური“ და სხვა ტექსტების პარალელური ვერსიები - საზოგადოებისათვის ცნობილი ბეჭდური სტრიქონები და ის ვერსია, რომელიც საბოლოო ჩასწორებამდე იყო და შემოინახა ვაჟას პირადმა ჩანაწერებმა; აღნიშნულ აქტივობაში ჯგუფები თავად ჩაერთვებიან, ადგილზე მცირე ინსტრუქციის მიღების შემდეგ;
• გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ მეორე ექსპოზიციაც, სადაც წარმოდგენილი იქნება თანამედროვე კალიგრაფების მიერ შესრულებული ვაჟას ნაწარმოებები.


სალექციო შეხვედრები
საგანგებოდ პროექტის ფარგლებში შედგება 3 სალექციო შეხვედრა. ლექციებს წაიკითხავენ მოწვეული სტუმრები:

1. 7 დეკემბერი, 15:00სთ, ეთერ თათარაიძე ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოეტი და პუბლიცისტი - „ვაჟას ნამდვილი ბიოგრაფია“
2. 8 დეკემბერი, 15:00სთ, თამარ შარაბიძე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი; შოთა რუსთაველის სახ. ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი - "მითოსური და ქრისტიანული მოტივები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში"
3. 9 დეკემბერი, 12:00სთ, ლევან გიგინეიშვილი, ფილოლოგი, ფილოსოფიის დოქტორი. – „ვაჟა ფშაველა როგორც პუბლიცისტი“

 

 

ვაჟას პირადი საარქივო ფონდიდან წარმოდგენილი იქნება შემდეგი ნაწერების ორიგინალები:


1. „სიმღერა“ (ვიცანი ღმერთი სამყარო, დამსეტყე ცაო), 1903 წ.
2. „ქებათა-ქება“, 1903 წ.
3. „კიდევაც ვნახავ გაზაფხულს“, 1906 წ.
4. „იავ, შე სწყლობელო“
5. „ფშაველი გოგოთური და ხევსური აფშინა“, 1887 წ.
6. „ბახტრიონი“, 1892 წ.
7. „ზვიადაური“, 1893 წ.
8. „გველის მჭამელი“, 1901 წ.
9. „სული ობლისა“, 1903 წ.
10. „ბუნების წიაღზე“, 1910 წ.
11. „ფშაველი და მისი წუთისოფელი“ (ეთნოგრაფიული მოთხრობა), 1913 წ.
12. „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, 1905 წ.
13. „ყვავ-ყორნები ილიას აჩრდილის გარშემო“, 1908-1909 წწ.
14. „ჩემი წუთისოფელი“
15. „ცოტა რამ ჩვენის ცხოვრების ავ-კარგისა“
16. „ხევისბერობა მთაში და მისი დღევანდელი სვე-ბედი“
17. „ხევსურები“, 1886 წ.
18. „ფშაველების აზრით რა როგორ გაჩნდა?“
19. „საიდამ წარმოსდგა ლაშარობა?“


გამოფენის გახსნა: 3 დეკემბერი, 15:00 სთ.
გამოფენის ხანგრძლივობა: 3-9 დეკემბერი
მისამართი: მერაბ ალექსიძის 1/3. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზი.

 


„საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ - ბორჯომი
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”
Elene Metreveli and the international research project of Gregory of Theologian heritage