23 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


ისტორია


კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი  

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ძველი ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია საქართველოში.

ხელნაწერთა ინსტიტუტი შეიქმნა 1958 წლის 30 ივნისს.

ინსტიტუტის დამაარსებელი და მისი პირველი დირექტორი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ილია აბულაძე (1958-1968).

1962 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტს მიენიჭა აკადემიკოს კორნელი კეკელიძის სახელი.

1968-1989 წლებში ინსტიტუტის დირექტორი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ელენე მეტრეველი, 1989-2006 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ზაზა ალექსიძე, ხოლო 2006-2015 წლებში ხელნაწერთა ინსტიტუტის (შემდეგში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის) დირექტორი იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბუბა კუდავა.

2006 წელს გაუქმდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის  სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი.

მის ნაცვლად კი დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი  - კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტი. 

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის დადგენილებით,  ხელნაწერთა ინსტიტუტს ეწოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხოლო 2015 წელს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

ამჟამად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი ზაალ აბაშიძე.


  

IV საერთაშორისო კონფერენცია - კულტურათაშორისი დიალოგი, იდენტობა და კულტურული მრავალფეროვნება
International conference - Art and Cross-Cultural Dialogue: Identity and Cultural Diversity
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”