25 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


სამეცნიერო სემინარი


2010 წელი:

კორნელი კეკელიძის დღე: 2010 წლის 24 მაისს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ყოველწლიური სამეცნიერო სესია კორნელი კეკელიძის დღე“. სესია მოეწყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერა ტურის ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის ქართულილი ტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით. ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ. სამეცნიერო სესიაზე მოხსენებები წარმოადგინეს:

 ელგუჯა ხინთიბიძე, „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ფსევდო–რუსთველური სტროფის („პირველი თავი...“) შესახებ

 ნანა მრევლიშვილი, ქართულ–ბიზანტიურ ურთიერთობათა კვლევის საწყისი ეტაპი

 ლია კიკნაძე, იოანე ბატონიშვილის „ხუმარსწავლა“ („კალმასობა“) კოდიკოლოგიურ–ტექსტოლოგიური ძიება

 

2011 წელი:

ასმათ გვაზავა, თამარ დვალიშვილი. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრატორები ირანში

9 თებერვალს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კორნელი კეკელიძი სმუდმივმოქმედ სამეცნიერო სემინარზე ასმათ გვაზავამ და თამარ დვალიშვილმა წარმოადგინეს ანგარიში ირანში ვიზიტის შესახებ. 2010 წლის 4-11 დეკემბერს ქართველი რესტავრატორები ირანის ეროვნულ არქივსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებოდნენ. მსგავსი ტიპის პროექტები ხელს შეუწყობს და განამტკიცებს ორ ქვეყანას შორის არსებულ კულტურულ ურთიერთობას ადა თანამშრომლობას.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრატორები გაეცნენ თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ საარქივო და საბიბლიოთეკო საცავებს, სარესტავრაციო ლაბორატორიების სტრუქტურასა და თანამედროვე სარესტავრაციო მეთოდოლოგიას. აღნიშნული სამუშაო ვიზიტით ცენტრის  თანამშრომლებმა პროფესიული გამოცდილება გაიღრმავეს.

რესტავრატორების მივლინება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ირანის ეროვნულ არქივსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით.    

 

2012 წელი:

15 თებერვალს, ცენტრის მეცნიერმა თანამშრომელმა დავით შენგელიამ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ჩემში ასე წერია, სჯობს კი ესე“

29 თებერვალს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ და მკვლევარმა თეიმურაზ ხუციშვილმა წაიკითხეს ერთობლივი მოხსენება თემაზე - „ეპიგრაფიკული მასალა ექვთიმე თაყაიშვილის საარქივო ფონდიდან და შატბერდის მონასტრის ლოკალიზაციის პრობლემა“.

7 მარტს, ახალგაზრდა მეცნიერმა დავით ჩანადირმა მოხსენება წაიკითხა თემაზე ესპანეთში, სიმანკის არქივში დაცული ქართული მასალების შესახებ. მოხსენების შემდეგ შედგა უცხოეთში არსებული ქართულ ხელნაწერთა კვლევა-მოძიების ფონდის პრეზენტაცია.

16 მაისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბუბა კუდავამ,არქივთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გოჩა საითიძემ და პროგრამა „სამშობლო“-ს ხელმძღვანელმა პაატა ნაცვლიშვილმა,კორნელი კეკელიძის მუდმივმოქმედ სემინარზე წაიკითხეს მოხსენება:  თამარ და აკაკი პაპავები სარქივი და ბიბლიოთეკა (არგენტინაში მივლინების ანგარიში)“

17 მაისს, კორნელი კეკელიძის სახელობის დარბაზში სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა)დაცენტრის მეცნიერმა თანამშრომელმა ეკატერინე დუღაშვილმა წაიკითხეს მოხსენება თემაზე: . ხიოსზე დაცული პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონის ქართულ-ბერძნული ხელნაწერი (სამეცნიერო მივლინების მოკლე ანგარიში)“. სემინარს ესწრებოდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები,სტაჟიორები, ასევე,სასულიერო აკადემიის სტუდენტები. 

15 ივნისს კორნელი კეკელიძის სამეცნიერო სემინარზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირინა გოგონაიამ წარმოადგინა მოხსენება თემაზე: ,,ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაქართული დამწერლობა: 2011 წლის ანგარიში და განვითარების პერსპექტივები.''

20 ივნისსხელნაწერთაეროვნულიცენტრისკორნელიკეკელიძისსამეცნიეროსემინარზე, მეცნიერ-თანამშრომელმათემოჯოჯუა წაიკითხა მოხსენება:ქუთათელიმთავარეპისკოპოსისანტონ II საღირისძის (1183/1184 – 1190-იანიწწ.) დაკვეთითგადაწერილიოთხთავი (H-325) დამისიანდერძები (კოდიკოლოგიურ-წყაროთმცოდნეობითიანალიზი).

27 ივნისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კორნელი კეკელიძის სამეცნიერო სემინარზე,ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა დალი ჩიტუნაშვილმა წარმოადგინა საინფორმაციო მოხსენება თემაზე: "სომხეთის ქართული ძეგლები".მოხსენებაში წარმოდგენილი იყო 2012 წლის ექსპედიციის შედეგები და ფოტომასალა სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესია-მონასტრებისა(თეჟარუიქი, კოში, ქობერი, ჰნევანქი) და იქ დაცული ქართული ეპიგრაფიკული მასალის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. უკვე ცნობილი და გამოქვეყნებული წარწერების გარდა მოხსენებაში წარმოდგენილი იყო ფართო სამეცნიერო წრეებისთვის დღემდე უცნობი ეპიგრაფიკული მასალა.

9 ნოემბერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, კორნელი კეკელიძის დარბაზში, იაპონელმა ქართველელოგმა ჰიროტაკე მაედამ წაიკითხა მოხსენება თემაზე:ფაზლის ქრონიკა და საქართველო: გიორგი სააკაძის აჯანყება ირანელი ავტორის თვალით".ნაშრომი ეხება დღემდე სრულიად უცნობ სპარსულ ქრონიკას, რომელსაც ცოტახნის წინ მიაკვლიეს დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. აღნიშნული თხზულება ძვირფასი წყაროა საქართველოს ისტორიისა და განსაკუთრებით, მისისეფიანთა ირანთან ურთიერთობის შესწავლისათვის.ფაზლის ცნობები განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან იგი იყო ფეიქარხანის ვეზირი და გახლდათ გიორგი სააკაძის აჯანყების თვითმხილველი.ჰიროტაკე მაედას კვლევის მიზანი გახლავთ XVI-XVIII საუკუნეებში სეფიანთა ირანის შაჰის კარზე აქტიურად მოღვაწე ე.წ. „კავკასიური ელემენტის“ შემადგენლობის, ვინაობა - წარმომავლობისა და პოლიტიკური როლის სპეციალური შესწავლა სპარსული, ქართული, ევროპული და სხვაწყაროების საფუძველზე. 

 

 

 

 


„საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ - ბორჯომი
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”
Elene Metreveli and the international research project of Gregory of Theologian heritage