25 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


მეგობართა საზოგადოება


მეგობართა საზოგადოება


ზოგადი ინფორმაცია


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება 2011 წლის 11 იანვარს დაარსდა. იგი დამოუკიდებელი არაკომერციული გაერთიანებაა და მასში გაწევრიანებული არიან საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები: მეცნიერები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, კულტურისა და სხვა სფეროს თვალსაჩინო მოღვაწეები. მეგობართა საზოგადოება მხარს უჭერს და ფინანსურ, ტექნიკურ და საორგანიზაციო სახის დახმარებას უწევს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მიმდინარე პროექტების, პროგრამებისა და ღონისძიებების გატარება-განხორციელებაში.

უნივერსიტეტების, ინსტიტუტებისა და მუზეუმების მეგობართა საზოგადოებებისა და კავშირების ტიპის ორგანიზაციები და მათთან თანამშრომლობის პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული და დანერგილი მთელ მსოფლიოში. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება საქართველოში მსგავსი ხასიათის პირველი გაერთიანებაა.

მეგობართა საზოგადოებას მჭიდრო კავშირი აქვს და აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ არსებულ სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებთან, მუზეუმებთან, სასწავლებლებთან, სამინისტროებთან, თბილისისა და ბათუმის მერიებთან და მთელ რიგ სხვა ორგანიზაციებთან.

 

მიზნები


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უძველესი ქართული და არაქართული ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა დროს სხვადასხვა წიგნთსაცავებსა თუ კერძო კოლექციებში დაცული ქართული კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი საგანძური: მდიდრულად ილუსტრირებული უნიკალური ხელნაწერები, ძველნაბეჭდი და რარიტეტული გამოცემები, მემორიალური ნივთები და სხვ. ცენტრში დაცული კოლექცია მოიცავს ისტორიის, გეოგრაფიის, ასტროლოგიის, მათემატიკის, მოგზაურობის, სამართლისა და სხვა დარგების უიშვიათეს ეგზემპლიარებს, ლექსიკონებს, აგიოგრაფიას, სამკურნალო წიგნებს, მხატვრულ ლიტერატურასა თუ ბიბლიურ ტექსტებს. ცენტრში თავმოყრილია V-XIX საუკუნეების ათი ათასამდე ქართული და ოთხი ათასამდე უცხოური (არაბული, სპარსული, თურქული, რუსული, სომხური, ბერძნული, ფრანგული, გერმანული, ლათინური, ებრაული, პოლონური, ინგლისური, ჩეხური, სირიული, ეთიოპიური, მონღოლური და სხვ.) პალიმფსესტური ფურცელი თუ ხელნაწერი; ქართველ მწერალთა პირადი არქივები; გრიგოლ წერეთლის უნიკალური პაპირუსების კოლექცია; საქართველოსა და საზღვარგარეთის სიძველეთსაცავებსა და კერძო კოლექციებში დაცული ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერებისა და ისტორიული დოკუმენტების ფოტოასლები და მიკროფირები; პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი - იტალიურ ქართული ლექსიკონი (1629წ.);  ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი სახარება (1709წ.); დავითნი (1711წ.); შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ პირველი გამოცემა და სხვ.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების მიზანია ხელმნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; მათი კვლევისათვის ხელშეწყობა; ცენტრში მიმდინარე პროცესებისა და პროექტების პოპულარიზაცია; მომავალი თაობებისათვის ქვეყნის კულტურული მეკვიდრეობის შენარჩუნებაში მონაწილეობის მიღება; ცენტრისათვის ფინანსური, ტექნიკური და საორგანიზაციო ხასიათის დახმარებისა და მომსახურების გაწევა; ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება და სხვ.

 

განხორციელებული ღონისძიებები


 ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო საღამო

ქალაქ ბათუმში, 6 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების ორგანიზებით  ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.    

საქველმოქმედო კონცერტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების, ასევე, ბათუმის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.   

კონცერტზე შესრულდა ლუდვიგ ვან ბეთხოვენისა და ფრედერიკ შოპენის ნაწარმოებები.       

ღონისძიებას მეგობართა საზოგადოების თავმჯდომარის, რუსუდან კერვალიშვილის  და გამგეობის წევრების გარდა, დაესწრნენ  სხვა დაინტერესებული პირები და საგანგებოდ მოწვეული სტუმრები. 

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების თავმჯდომარემ, რუსუდან კერვალიშვილმა, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ სურგულაძემ, ქ.ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროსმა, ნათია სურგულძემ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბუბა კუდავამ.   

თეატრის ფოიეში,  ღონისძიების დაწყებამდე,  მოეწყო გამოფენა ,,ქართული ხელნაწერი“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერების ზუსტი ასლები (მულაჟები): მათ შორის ხანმეტი ლექციონარის (VII-VIII სს.); სინური მრავალთავის (864 წ).; ასტროლოგიური ტრაქტატის (1188-1210 წწ.) მოქვის სახარების (1300 წ); ,,ვეფხისტყაოსანის’’ უძველესი ნუსხების და სხვა ხელნაწერთა ასლები.    

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თემატური ბანერებიც, რომლებიც ასახავდნენ ხელნაწერი წიგნის შექმნის ისტორიასა და განვითარებას. 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება ა/წ იანვარში დაფუძნდა და მისი მთავარი მიზანია ცენტრის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე დაწესებულების მხარდაჭერა და მისი უნიკალური, ეროვნული მნიშვნელობის კოლექციის დაცვისა და კვლევის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად საზოგადოება სხვადასხვა პროექტისა და ღონისძიების ორგანიზებას  გეგმავს.    

მეგობართა საზოგადოების თავმჯდომარეა რუსუდან კერვალიშვილი. საზოგადოებას მართავს გამგეობა, რომლის წევრებიც არიან: გიული ალასანია, ნიკოლოზ რურუა, აკაკი სეფერთელაძე, ალექსანდრე კვიტაშვილი, მამუკა ქაცარავა, ლაშა პაპაშვილი,  გიორგი თარგამაძე, ირაკლი კენჭოშვილი და სხვები. ელისო ბოლქვაძე მეგობართა საზოგადოების საპატიო წევრია.    

კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად ჩაირიცხება მეგობართა საზოგადოების ანგარიშზე და საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროექტების განხორციელებას მოხმარდება. 
 
გადავარჩინოთ მოქვის სახარება

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების ორგანიზებით 2010 წლის 7 დეკემბერს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მოქვის სახარების გადასარჩენად საქველმოქმედო აქცია–კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი მომღერლები და ანსამბლები: გიორგი უშიკიშვილი და ანსამბლი ,,ლაშარი’’; ნეკა სებისკვერაძე; დავით არჩვაძე; თეატრალური კვარტეტი; ანსამბლი ,,ბასიანი’’; ანსამბლი ,მართვე’’; ანსამბლი ,,ფესვები’’; აფხაზეთის მთავრობასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი; საპატრიარქოს მგალობელთა გუნდი; თამრიკო ჭოხონელიძე; ეკა მამალაძე; ლიზა ბაგრატიონი; ნატო მეტონიძე; ნუკრი კაპანაძე; ზუმბა; ნიაზ დიასამიძე; სოფო ხალვაში; მსახიობი – მურმან ჯინორია.

საქველმოქმედო ღონისძიების შედეგად შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მოქვის სახარების რესტავრირებას. 
 
  
  

 დავით ალადაშვილის საქველმოქმედო საღამო "ერთად მოვუაროთ ხელნაწერებს" .

 

2013 წლის 11 ნოემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა საქველმოქმედო საღამო "ერთად მოვუაროთ ხელნაწერებს".

კონცერტიდან შემოსული თანხა მოხმარდება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ძმები კარბელაშვილების საგალობლების კრებულის რესტავრაციას.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება მადლობას უხდის პიანისტ დავით ალადაშვილს, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ეწვია თბილისს და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო ღონისძიებაში:

თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრს, რომელმაც  უზრუნველყო პიანისტის მგზავრობის ღირებულება;

ვ. სარაჯიშვილის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას, დიდი საკონცერტო დარბაზის უფასოდ  დათმობისთვის.

სს.“ ხალიკ ბანკ საქართველოს“;

პროკრედიტ ბანკს;

სატელეკომუნიკაციო კომპანია  „ბილაინს“; 

კორძაძის საადვოკატო ბიუროს;

საზოგადოებრივ მაუწყებელს;

ტელეკომპანია „ერთსულოვნებას“;

„რადიო იმედსა“ და „არტარეას“ . 



''ვეფხისტყაოსნის'' დღემდე უცნობი ხელნაწერი 

 

2014 წლის 21 თებერვალს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში ''ვეფხისტყაოსნის'' დღემდე უცნობი ხელნაწერის ცენტრისთვის გადმოცემის ცერემონია გაიმართა. 
ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრმა კომპანიამ  „კორძაძის საადვოკატო ბიურომ“ კერძო მფლობელისგან შეიძინა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა. 

 

 

 

 "მოხატული სახარება - 7 საუკუნის შემდეგ" 


 

  2014 წლის, 10 ივლისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის - „მოხატული სახარება - 7 საუკუნის შემდეგ“ პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაიმართა. 

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს 7-საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ საზოგადოების მონაწილეობით შეიქმნას მინიატურებით გაფორმებული სახარება.

ქართული მინიატურული მხატვრობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი სახარების მხატვრულ გაფორმებას უჭირავს. ყველაზე უხვად ილუსტრირებული ნიმუშები XII–XIII საუკუნეებში იქმნება (ჯრუჭის II სახარება, გელათის სახარება). თითოეულ ხელნაწერში 300-მდე მინიატურაა. უკანასკნელი უხვად ილუსტრირებული ოთხთავი 1300 წლით დათარიღებული მოქვის სახარებაა. მომდევნო ასწლეულებში სახარების გაფორმების ტრადიცია იცვლება და მრავალრიცხოვანი მინიატურებით გაფორმებული ხელნაწერის ეს ტიპი აღარ გვხვდება. 

დღეს, XXI საუკუნეში, საზოგადოების თანადგომით გვაქვს საშუალება აღვადგინოთ ეს უძველესი ტრადიცია და კვლავ შევქმნათ ილუსტრირებული სახარება.

პროექტის საპრეზენტაციო შეხვედრაზე გამოიფინა ხატმწერისა და მინიატიურისტის - ირაკლი ცინცაძის მიერ ძველი ტექნოლოგიით შესრულებული სახარებისეული მინიატურები. გამოფენის შემდეგ საზოგადოების წევრებს საშუალება ქონდათ შეეძინათ მათთვის სასურველი სახარებისეული სცენა და ამით გამხდარიყვნენ ამ საუკუნის პროექტის თანამონაწილე (სულ განზრახულია 150 მინიატურის შექმნა).

შედეგად, მინიატურების ციფრული ასლების საფუძველზე, მომზადდება და მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოიცემა მდიდრულად დასურათებული სახარება. 

პროექტის პარტნიორი იყო სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო „პერიტუს გრუპი“, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება, გრიგოლ ხანძთელის სახელობის ფონდი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, კომპანია "პეპსი", "აქვა გეო" და "თელიანი ველი". 

ნებისმიერ მსურველს კვლავ აქვს საშუალება დაგვიკავშირდეს, შეიძინოს ან დაუკვეთოს სასაურველი სახარებისეული სცენა. 

  

 

 

თამარ მეფის სახარების ყდის რესტავრაცია 

 


 2015 წლის 27 მარტს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა თამარ მეფის კუთვნილი ეგრეთ წოდებული ,,ვანის ოთხთავი“ ახალი, რესტავრირებული ყდით წარმოადგინა.


2014 წელს, ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრის, ადვოკატ ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, ცენტრის რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ მოხდა ,,ვანის ოთხთავის’’ ყდის შეცვლა, ვინაიდან 70-იან წლებში არასწორი ტექნიკით შესრულებული ყდა იწვევდა ხელნაწერის დაზიანებას.

პრეზენტაციაზე ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში რამდენიმე საათით გამოიფინა ხელნაწერი და საზოგადოებას შესაძლებლობა ქონდა, ეხილა ყდის ძველი და ახალი მდგომარეობა, შეეფასებინა შესრულებული სამუშაო.

ვანის სახარება მეფე თამარისათვის მისივე დაკვეთით შეიქმნა. გაფორმების ხარისხითა და შესრულებით იგი ერთ-ერთი უპირველესთაგანია და გამორჩეული ,,საზეიმო’’ ხელნაწერებს შორის. გადაწერილია მაღალი ხარისხის თეთრ ეტრატზე ნუსხურით, უხვადაა გამოყენებული ოქრომელანი. შემკულია მდიდრული კამარებით, თავსამკაულებით, სახარებათა თავების დასაწყისში წარმოდგენილია ორიარუსიანი მინიატურები.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი, კორძაძის საადვოკატო ბიუროს ხელმძღვანელი ზვიად კორძაძე, ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრები და სხვ.


 

 ,,საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები"   

 

2015 წლის, 2 მაისს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ახალი პროექტის ,,საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები" პრეზენტაცია და მოღვაწეთა პირადი საარქივო მასალების გამოფენა გაიმართა.

იდეის ავტორი: მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე
დიზაინერი: დავით მაისურაძე
ფინანსური მხარდამჭერი: ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიურო
ტექნიკური უზრუნველყოფა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ათი საზოგადო მოაღვაწის ხელნაწერიდან: ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, სულხან-საბა ორბელიანის, ივანე ჯავახიშვილის, დავით გურამიშვილის, ამბროსი ხელაიას და ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ფონტი.

პრეზენტაციაზე გამოფენილი იყო ათივე საზოგადო მოღვაწის საარქივო მასალა.

პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების გაზრდა, საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერის გაცნობა და ელექტრონულ სივრცეში ქართული ფონტების მომრავლება.

პრეზენტაციის შემდეგ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი ვებგვერდიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გადმოწეროს სასურველი ფონტი და სრულიად უსასყიდლოდ დააინსტალიროს საკუთარ კომპიუტერში. ცენტრის ვებგვერდზე ატვირთული ფონტები საგანმანათლებლო ფუნქციასაც ასრულებს. საიტზე ყველა შრიფტს თანდართული აქვს გადმოწერის ინსტრუქცია და საზოგადო მოღვაწეების ბიოგრაფიული მონაცემები.

პრეზენტაციაზე სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ ადგილზე აეკრიფათ სასურველი ფონტით ტექსტი, ამობეჭდათ, გაცნობოდნენ როგორ ხდება გადმოწერა და დაინსტალირება.

 

წევრობის ფორმები


 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრობის ფორმები და მათი უფლება-მოვალეობები
 
 
ნადვილი წევრი
 
ნადვილი წევრი სარგებლობს ხმის უფლებით საერთო კრებაზე და იხდის წლიურ საწევროს გადასახადს  - ფიზიკური პირის შემთხვევაში 100 ლარს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში საწევროს გადასახადია 200 ლარი. 
 
 
ასოცირებული წევრი  
 
ასოცირებული წევრის შემთხვევაში წევრი არ სარგებლობს ხმის უფლებით, შესაბამისად არ აქვს ვალდებულება (თუმცა უფლებამოსილია) იაროს საერთო კრებებზე და არც საწევროს გადასახადს იხდის.
 

გაწევრიანება


თუ გსურთ, გახდეთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრი,  აირჩიეთ წევრობის ფორმა, შეავსეთ და გადმოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:friends@manuscript.ac.ge

მეგობართა საზოგადოებაში გაწევრიანების შემთხვევაში საშუალება გეძლევათ:
• მიიღოთ სრული ინფორმაცია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობის, მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების, პროგრამებისა და სხვა ღონისძიებების შესახებ, ასევე ღონისძიებების მოსაწვევები საცხოვრებელი სახლის/სამსახურის მისამართებზე;
• უსასყიდლოდ მიიღოთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოცემები;
• დაესწროთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ მხოლოდ თქვენთვის ორგანიზებულ (კორპორატიული ტიპის) კულტურულ ღონისძიებებს;
• გქონდეთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციის დათვალიერების ექსკლუზიური უფლება;
• თქვენი, როგორც მეგობართა საზოგადოების წევრის სახელი გამოქვეყნდეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე;

 

საბანკო ანგარიშები


საბანკო რეკვიზიტები:

 

 ს.ს. ,,თიბისი ბანკი’’

ააიპ "ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება"

საიდენტიფიკაციო კოდი: 404885228 

ა/ნ - GE51 TB75 1703 6080 1000 01 (GEL)

ა/ნ - GE95 TB75 1703 6080 1000 01 (EUR) 

საბანკო კოდი: TBCBGE 22 

 

 

 ს.ს. ,,საქართველოს ბანკი’’

ააიპ "ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება"

საიდენტიფიკაციო კოდი: 404885228 

ა/ნ - GE09BG0000000894642900 (GEL;EUR)

საბანკო კოდი: BAGAGE 22  

 

წევრები


მეგობართა საზოგადოების წევრები
 
 

საპატიო თავმჯდომარე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II 

 

მეგობართა საზოგადოების წევრები  

1.ნათია წკეპლაძე 

2.ზვიად კორძაძე

3.თამარ კირვალიძე

4.ტარიელ გვალია

5. ლიკა მამაცაშვილი

6.ლუარსაბ ტოგონიძე

7. თეონა დოლენჯაშვილი

8.დავით ალადაშვილი

9.მაიკო ძირკველიშვილი

10. რამაზ ობოლაძე

11.ზაზა სიამაშვილი

12. რატი ამაღლობელი  

13.რუსუდან კერვალიშვილი

14.გიული ალასანია

15.ირაკლი კენჭოშვილი 

16.გედევან კაციტაძე 

17.დავით შალამბერიძე 

18.კახა შენგელია 

19.ზვიად გიუნაშვილი

20.თამარ გურჩიანი

21.მარიკა დარჩია

22.ლევან თაქთაქიშვილი

23.ელზა მოსეშვილი

24.დავით პაიჭაძე

25.ავთანდილ სალუქვაძე

26.ეკატერინე ტოგონიძე

27.გიგი კობიაშვილი

28.ეფრემ ურუმაშვილი 

29.მზია ქათამაძე

30.ოქროპირ ჯიქური

31.გურამ ახალაია

32.ლაშა პაპაშვილი

33. ნიკა რურუა

34.კობა სუბელიანი

35.მამუკა ხაზარაძე

36.ბადურ ყიფიანი

37.გიგლა აგულაშვილი

38.სულხან სისაური 

39.გიორგი სისაური

40.დავით მაისურაძე

41.ლეილა ბაღბაია

42.სულხან გვალია

43.დათო ტურაშვილი 

44.„ჰეალაინ ინტერნეიშნლ“ თმის გადანერგვის კლინიკა 

45.მეღვინეობა ხარება

46.სატელეკომუნიკაცია ქსელი „ბილაინი“

47.ანსამბლი „დიდგორი“

48.ანსამბლი „ლაზარე“ 

49.მეუფე პეტრე (ცაავა) 

50.მამა ანდრია (ჯაღმაიძე) 

51.იღუმენი დიონისე (ბორძიკული)

52.მაგდა ანიკაშვილი 

53.გიორგი ბაქრაძე 

54.ბაკურ გელაშვილი

55.მამუკა ხანთაძე

56.მიხეილ სარჯველაძე

57.მამუკა ქაცარავა

58.კონსტანტინე გამსახურდია

59.ქეთი ბოკუჩავა

60.მაია ფუტკარაძე

61.ხათუნა ჩარკვიანი

62.აკაკი ასათიანი

63.ნუგზარ წიკლაური

64.ტატო მახარაძე

65.ელისო ბოლქვაძე

66.კონსტანტინე კუბლაშვილი

67. გიორგი თარგამაძე

68.გამომცემლობა „პეგასი“

69.თამარ ქოქრაშვილი -

70.ალექსანდრე იოსელიანი 


ლექცია სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”
Elene Metreveli and the international research project of Gregory of Theologian heritage