25 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


სტაჟირების პროგრამა


 

პროგრამის მიზანი: მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავების, პრაქტიკული საქმიანობის უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის (ბაკალავრიატი,  მაგისტრატურა, დოქტორანტურა), ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის უზრუნველყოფს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენის პირობებს.  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სტაჟირების თანამედროვე სისტემა ხელს შეუწყობს ცენტრის - ინსტიტუციისა, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, ბიბლიოთეკასა და მუზეუმს - პოპულარიზაციას და სოციალიზაციას.

სამიზნე გჯუფი:
  უმაღლესი  სასწავლებლის  სამივე  საფეხურის  სტუდენტები (ბაკალავრიატი,   მაგისტრატურა,   დოქტორანტურა),  ახალგაზრდა    სპეციალისტები.

პროგრამის აღწერა:
 პროგრამა მოიცავს 3 კომპონენტს: სტაჟირების სისტემის ორგანიზაციული ჩამოყალიბება; სტაჟირების სისტემის შინაარსობრივი კომპონენტის შემუშავება; სტაჟირების პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება.

სტაჟირების სისტემის  ორგანიზაციული  უზრუნველყოფა ხორციელდება / განხორციელდება  2010   წლის   8  ნოემბრის   ცენტრის   დირექტორის  ბრძანებით  №340  დამტკიცებული „ხელნაწერთა  ეროვნულ  ცენტრში  სტაჟირების  გავლის  წესის“  შესაბამისად,  რომელიც  არეგულირებს  შემდეგ ორგანიზაციულ  საკითხებს:  სტაჟირების  კანდიდატთა  განაცხადების  მიღება;   სტაჟირების   გავლის  კომისიის  მუშაობის  უზრუნველყოფა;  ცენტრში  სტრუქტურული  ერთეულების  მიხედვით   სტაჟირების  გავლის    მონიტორინგის   განხორციელება.

პროგრამის ხანგრძლივობა: მუდმივმოქმედი 

ლექცია სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”
Elene Metreveli and the international research project of Gregory of Theologian heritage