23 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


მემორიალური მუზეუმ-კაბინეტები


კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს თამარ და აკაკი პაპავების, ელენე მეტრეველის, ივანე ჯავახიშვილის, ილია აბულაძის, კორნელი კეკელიძის, ნინო და კალისტრატე სალიების, ნიკო ბერძენიშვილის, სიმონ ჩიქოვანის, შალვა ამირანაშვილის მემორიალური კაბინეტები და კარტოგრაფიის კაბინეტი.

გარდა უნიკალური წიგნებისა (რომელთა დიდი ნაწილიც იშვიათი გამოცემებია, მათ შორის საზღვარგარეთ გამოცემული წიგნები) მემორიალურ კაბინეტებში ინახება ზემოაღნიშნულ მოღვაწეთა მემორიალური ნივთები.

ილია აბულაძის  კაბინეტი

ილია აბულაძე (1901-1968) - ქართველი ფილოლოგი, ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი; ხელნაწერთა ინსტიტუტის პირველი დირექტორი (1958-1968).

ილია აბულაძის პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცა 1968 წელს. კაბინეტში დაცულია 9 133 ერთეული წიგნი და პერიოდული გამოცემა ქართულ, სომხურ, რუსულ და ევროპულ ენებზე. მათ შორის არის ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული მრავალი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი და ფილოლოგიური ხასიათის გამოცემა. კაბინეტში ინახება ილია აბულაძის პირადი ნივთებიც, რომელთაც სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი აქვთ მინიჭებული.

შალვა ამირანაშვილის კაბინეტი

  შალვა ამირანაშვილი (1899-1975) - ქართველი მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი: იკვლევდა არქიტექტურას, კედლის მხატვრობას, მინიატურას, ჭედურ ხელოვნებას.

  შალვა ამირანაშვილის პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები კორნელი კეკელიძის სახლობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცა 2001 წელს. კაბინეტში დაცულია ჰუმანიტარული მიმართულების 5,000-ზე მეტი წიგნი და პერიოდული გამოცემა როგორც ქართულ, ისე უცხო ენებზე. წიგნადი ფონდი განსაკუთრებით მდიდარია ხელოვნებათმცოდნეობითი ლიტერატურით, იშვიათი ალბომებითა და კატალოგებით.. მემორიალურ კაბინეტში დაცულ ნივთებს მინიჭებული აქვს სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი.

ნიკო ბერძენიშვილის კაბინეტი

   ნიკოლოზ (ნიკო) ბერძენიშვილი (1894-1965) - ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნი-ერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; იკვლევდა შუა საუკუნეების საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, 

კულტურული და საეკლესიო ისტორიის საკითხებს, ისტორიული გეოგრაფიის, წყაროთმცოდნეობის, ისტორიო-გრაფიისა და დიპლომატიკის პრობლემებს.

  ნიკოლოზ (ნიკო) ბერძენიშვილის პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცა 1965 წელს. კაბინეტში დაცულ წიგნად ფონდში მრავლად არის წარმოდგენილი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული გამოცემები როგორც ქართულ, ისე რუსულ და სომხურ ენებზე. კაბინეტში ინახება ნიკოლოზ ბერძენიშვილის პირადი ნივთები, რომელთაც სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი აქვთ მინიჭებული.

 

კორნელი კეკელიძის კაბინეტი

კორნელი კეკელიძე (1879-1962) -ქართველი ფილოლოგი, ტექსტოლოგი და ლიტერატურათმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; იკვლევდა ძველი ქართული საერო და სასულიერო მწერლობის სხვადასხვა დარგებს, ქართულ-ბიზანტიურ და ქართულ-სპარსულ ლიტერატურულ ურთიერთობებს, ძველი ქართული დამწერლობის საკითხებს და სხვ.

კორნელი კეკელიძის პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცა 1962 წელს. კაბინეტში დაცულია 2 436 წიგნი და პერიოდული გამოცემა. ქართულ, რუსულ და უცხოურ ენებზე. მრავლად არის წარმოდგენილი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული გამოცემები. მემორიალურ კაბინეტში ინახება კორნელი კეკელიძის ნივთები, რომლებსაც სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი აქვთ მინიჭებული.

ელენე მეტრეველის კაბინეტი


  ელენე მეტრველი (1917-2003) - ქართველი ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი.1958-1968 მუშაობდა კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში არქეოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელად. 1968-1988 იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 1994 წელს აირჩიეს თიუბინენგენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის. იგი მუშაობდა  ლიტურგიკასა, ჰიმნოგრაფიაში. წლების განმავლობაში იკვლევდა საზღვარგარეთის ქართული სამწიგნობრო კერების ისტორიას, რასაც შედეგად მოჰყვა მრავალი სამეცნიერო სტატია და ფუნდამენტური ნაშრომი: "მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის", "ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან" და "ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი". მისმა ნაშრომებმა საერთაშორისო-სამეცნიერო წრეებში დიდი აღიარება ჰპოვა.

   ელენე მეტრეველის ბიბლიოთეკა მის პირად არქივთან ერთად 2007 წელს გადმოეცა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. წიგნადი ფონდი განთავსდა ელენე მეტრეველის სამუშაო კაბინეტში. ბიბლიოთეკა მოიცავს რამდენიმე ასეულ წიგნსა და პერიოდულ გამოცემას როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე.

    მემორიალურ კაბინეტში დაცულ ნივთებს მინიჭებული აქვს სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი.

 

ნინო და კალისტრატე სალიების კაბინეტი

  ნინო (1898-1992) და კალისტრატე (1901-1986) სალიები - ქართველი ემიგრანტი საზოგადო მოღვაწეები, პარიზში გამომავალი ქართველოლოგიური ჟურნალის - "ბედი ქართლისას" დამაარსებლები.

  ნინო და კალისტრატე სალიების პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცა 1980 წელს. კაბინეტში დაცულია 4,400 ერთეული წიგნი და პერიოდული გამოცემა.

  წიგნადი ფონდი განსაკუთრებით მდიდარია ქართველოლოგიური და ორინეტალისტური ლიტერატურით, ლექსიკონებით, ენციკლოპედიებითა და სხვა უნიკალური გამოცემებით, რომლებიც მთელს მსოფლიოში ბიბლიოგრაფიულ იშვითობად არის მიჩნეული. მემორიალურ კაბინეტში ინახება კალისტრატე და ნინო სალიების პირადი ნივთები, რომლებსაც სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი აქვთ მინიჭებული.

   თამარ და აკაკი პაპავების კაბინეტი

  2009 წლის 15 აპრილს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა ქართველი ემიგრანტი მოღვაწეების თამარ და აკაკი პაპავების კაბინეტი. აქ განთავსდა თამარ და აკაკი პაპავების უმდიდრესი არქივის ის ნაწილი, რომელიც მათმა შვილებმა – ტურფა და მზია პაპავა-ჭეიშვილებმა 1997 წელს არგენტინიდან გამოატანეს პაატა ნაცვლიშვილს. ეს არქივი აქამდე გაზეთ "სამშობლოს" რედაქციაში იყო დაცული.

კაბინეტში დაცულია 2269 ერთეული წიგნი და პერიოდული გამოცემა, ბიბლიოთეკა მდიდარია ისტორიულ-ფილოლოგიური ლიტერატურით, დაცულია ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული გამოცემა Акты  собранные кавказского археографическою коммиссиею.

  

ივანე ჯავახიშვილის კაბინეტი

  ივანე ჯავახიშვილი (1876-1940)  - ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი რექტორი (1919-1926);

  იკვლევდა საქართველოს ისტორიის კარდინალურ საკითხებს, ქართული წყაროთმცოდნეობის, პალეოგრაფიის, ეპიგრაფიკის, ნუმიზმატიკის, დიპლომატიკის საკვანძო პრობლემებს და სხვ.

 ივანე ჯავახიშვილის პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცა 1958 წელს. კაბინეტში დაცულია ჰუმანიტარული მიმართულების 3,003 ერთეული წიგნი და პერიოდული გამოცემა როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. წიგნადი ფონდი განსაკუთრებით მდიდარია ისტორიული და წყაროთმცოდნეობითი ხასიათის ლიტერატურით. აქვეა დაცული  ერთ-ერთი პირველნაბეჭდი წიგნი ე.წ. ბაქარის ბიბლია (1743) და ივანე ჯავახიშვილის მეუღლის-ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის კუთვნილი ვიოლინო. მემორიალურ კაბინეტში დაცულ ნივთებს მინიჭებული აქვთ სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი.

 

სიმონ ჩიქოვანის კაბინეტი

სიმონ ჩიქოვანი (1902-1966)-ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე მდიდარი შემოქმედებით. თანადროულ თემატიკასთან ერთად მის შემოქმედებაში აქტუალური იყო ისტორიული წარსული, ასევე ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიები, თარგმანები და სხვ. სიმონ ჩიქოვანი ლექსები თარგმნილია უცხო ენებზე. მას მიღებული ქონდა სახელმწიფო პრემია, ორდენები და  მედლები.

ბიბლიოთეკა მოიცავს 500-ზე მეტ წიგნს. ინახება მემორიალური ნივთები, რომელთაც მინიჭებული აქვთ სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი.

 

კარტოგრაფიის კაბინეტი

კარტოგრაფიის კაბინეტში თავმოყრილია რუკები, დიაგრამები, სქემები, გეგმები.  

 

სამსახურის უფროსი-ნინო მეურმიშვილი

უფროსი სპეციალისტი-ნათია ხუცურაული


IV საერთაშორისო კონფერენცია - კულტურათაშორისი დიალოგი, იდენტობა და კულტურული მრავალფეროვნება
International conference - Art and Cross-Cultural Dialogue: Identity and Cultural Diversity
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”