23 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


გამოფენა


გამოფენა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო მიმართულება მიზნად ისახავს ცენტრის კოლექციების საფუძველზე სხვადასხვა თემატური გამოფენები შესთავაზოს ფართო საზოგადოებას. ისტორიული მემკვიდრეობის ექსპონირება თანამედროვე საზოგადოებაში მოითხოვს განსხვავებულ მიდგომებს. სიძველეთსაცავების წინაშე დგას ახალი გამოწვევები _ თანამედროვე, საინფორმაციო ტექნოლოგიებზე ცხოვრების სწრაფ რიტმზე ორიენტირებულ თაობას კულტურული მემკვიდრეობა შესთავაზონ მათთვის საინტერესო და გასაგები მეთოდებით. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ცენტრის საგამოფენო პროექტები იგეგმება შემდეგი ელემენტების ჩართვით:

  • საინტერესო რაკურსით შერჩეული თემატური საექსპოზიციო მასალა
  • დამატებითი ვიზუალური საგანმანათლებლო რესურსი _ საინფორმაციო ბანერები
  • საგანმანათლებლო პროგრამა (ვიქტორინა, ინტერაქტივი, სალექციო შეხვედრები)
  • ფოტო ან 3D ინსტალაცია

 

 

 

 

 

 

 

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში, ფუნქციონირებს ქართულ ხელნაწერთა მულაჟების მუდმივმოქმედი გამოფენა, რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებელს შეუძლია, იხილოს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში შესული უნიკალური ხელნაწერები და გაეცნოს მათი შექმნის ისტორიას. 

მუდმივმოქმედ გამოფენაზე წარმოდგენილია 26 ექსპონატი:

1. ხანმეტილექციონარი. VII-VIII სს. (ხელნაწერის ორიგინალი ინახება ავსტრიის დედაქალაქში, გრაცის მუზეუმში)

2. სინური მრავალთავი. 864 წ. (ხელნაწერის ორიგინალი ინახება სინას მთაზე წმ. ეკატერინეს მონასტერში)

3. კალის ლექციონარი, Xს. (Q-1653)

4. ჯრუჭის I ოთხთავი. 930-940 წწ . (H-1660)

5. წყაროსთავის ოთხთავი. X-XI სს. (A-98)

6. იოანე ოქროპირის ცხოვრება. 968 წ. (H-2124)

7. სვინაქსარი, XI ს. (H-2211)

8. მცირე სჯულის კანონი 1031 წ. (A-96)

9. მარტვილის ოთხთავი. 1050 წ., (S-391)

10. ოთხთავი, 1054 (S-962)

11. ალავერდის ოთხთავი. 1054 წ. (A-484)

12. გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა კრებული, ცხოვრება და მოღვაწეობაგრიგოლ ღვთისმეტყველისა. XI ს.  (A-1)

13. კრებული. 1188-1210 წწ. (A-65)

14. ვანის ოთხთავი. XII-XIII სს. (A-1335)

15. იოანე სინელი. კლემაქსი. XII-XIII სს. (H-1669)

16. კრებული, XI ს. (A-24)

17. პროკლე დიადოხოსი. კავშირი ღვთისმეტყველებითნი. XΙΙ-XΙΙΙ სს. (H-1337)

18. ვარძიის ოთხთავი. XII-XIII ს. (Q-899)

19. გელათის სახარება.  XII ს. (Q-908)

20. ლარგვისის ოთხთავი, XIII ს. (A-26)

21. მოქვის ოთხთავი. 1300 წ. (Q-902)

22. დავითნი (ფსალმუნი). XVII ს. მხატვრობა XV ს. (H-1665)

23. სვეტიცხოვლის გულანი, 1681წ. (A-30)

24. ვეფხისტყაოსანი. ვრცელი რედაქცია. XVI-XVII სს. (H-2074)

25. ვეფხისტყაოსანი. ე. წ. წერეთლისეული ნუსხა. 1680 წ. (S-5006)

26. ვეფხისტყაოსანი. ე. წ. ბეგთაბეგისეული ნუსხა. 1680 წ. (H-54)


IV საერთაშორისო კონფერენცია - კულტურათაშორისი დიალოგი, იდენტობა და კულტურული მრავალფეროვნება
International conference - Art and Cross-Cultural Dialogue: Identity and Cultural Diversity
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”