25 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


ელექტრონული რესურსებით მომსახურებისა და დიგიტალიზაციის განყოფილება


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებში თავმოყრილ ქართულ თუ უცხოენოვან ხელნაწერთა და ისტორიულ დოკუმენტთა უმდიდრესი კოლექციის დაცვის, ფიქსაციისა და სამეცნიერო ბრუნვაში შემოტანის მიზნით გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ხელნაწერი გვერდებისა და მინიატიურების, დოკუმენტებისა თუ ფოტოების დიგიტალიზება - ციფრულ მატარებლებზე გადატანა. დიგიტალიზება არსებული მასალის სკანირებას, დახარისხებას და ინფორმაციის კომპიუტერულ ფორმატში გადაყვანას გულისხმობს. რაც თავის, მხრივ გაცილებით სტანდარტიზებული, ორგანიზებული, ხელმისაწვდომი და თანამედროვე მეთოდია.

დიგიტალიზაციის მიმართულება წარმოადგენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს შემდეგი მიზეზების გამო:

  • დიგიტალური ვერსიების შექმნით ვიცავთ ორიგინალ მასალას ზედმეტი შეხებისგან; ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცენტრის მომსახურების სფერო. ცენტრის სამკითხველო დარბაზებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე უცხოელი მკვლევარებიც მოდიან და იყენებენ ხელნაწერებს. ციფრული ვერსიების არსებობის პირობებში ფონდსაცავებიდან სამკითხველო დარბაზებში გადის უკვე არა ორიგინალი მასალა, არამედ მათი ციფრული ასლები. შესაბამისად, ციფრული ვერსიების შექმნა არის ორიგინალების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება.
  • ციფრული (დიგიტალური) ვერსიების არსებობის პირობებში მეცნიერს დიდწილად უადვილდება ტექსტოლოგიური კვლევების ჩატარება. ციფრული ვერსიების არსებობის პირობებში მკვლევარს შეუძლია კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით გაზარდოს მისთვის საინტერესო ტექსტის ადგილები და, რაც ორიგინალში ლუპის დახმარებითაც კი ძნელადაა გასარჩევი, ციფრული ვერსიების გამოყენებით ტექსტი ადვილად ხდება წაკითხვადი. შესაბამისად, დარგების განვითარებას დიდად უწყობს ხელს ციფრული ვერსიების გამოყენება.
  • ციფრული (დიგიტალური) ვერსიების არსებობის პირობებში მნიშვნელოვანწილად ვითარდება სამეცნიერო საგამომცემლო საქმე. წყაროს გამოქვეყნების დროს გვეძლევა საშუალება თან დავურთოთ ტექსტის ზუსტი ფოტო-ვერსიები. ასევე, შესაძლებელია მრავალმხრივ გავამდიდროთ თვალსაჩინოებით სამეცნიერო თუ პოპულარული გამოცემები.
  • ციფრული ვერსიები იძლევა საშუალებას სამეცნიერო-საგანმანათლებლო-საგამოფენო სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად. შესაძლებელი ხდება ვიზუალური მასალის სპეციალურ ბანერებზე დაბეჭდვა, მასალის ვიდეო და ფოტო ვერსიების სახით ჩვენება, კატალოგების დაბეჭდვა და სხვა.
  • ხელნაწერი მემკვიდრეობის ელექტრონული ვერსიების არსებობის პირობებში მზადდება სერიოზული სამეცნიერო მოხსენებები, რომელთა გატანაც საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებზე იძლევა საშუალებას ფართო სამეცნიერო და დაინტერესებული საზოგადოებას ვიზუალიზაციის საშუალებით მივაწოდოთ სამეცნიერო სიახლეების სესახებ ინფორმაცია.

გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინტერესებისა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის დიგიტალური ვერსიების შექმნა, შესაბამისად მაღალი დონის დიგიტალიზაციის ლაბორატორიის არსებობა, ეფექტურია, როგორც დამატებითი შემოსავლის წყარო. ცენტრი იღებს დაკვეთებს ამგვარი ციფრული ასლების დასამზადებლად, რაშიც დამკვეთი მხარე იხდის თანხებს. ცენტრიდან გასული ციფრული ვერსიები კი ხელს უწყობს ცენტრის და მისი მასალის პოპულარიზაციას.

დამკვეთი შეიძლება იყოს:

  • ცენტრის თანამშრომელი, რომელიც აქვეყნებს ცენტრის მიერ გეგმით გათვალისწინებულ სამეცნიერო ნაშრომს.
  • ცენტრის თანამშრომელი, რომელიც აქვეყნებს საკუთარ კვლევას, რომელიც არ არის ცენტრის გეგმიური სამეცნიერო ნაშრომი.
  • მეცნიერი-მკვლევარი, რომელსაც სურს უბრალოდ ტექსტზე მუშაობა (მისი გამოქვეყნების გარეშე);
  • მეცნიერი-მკვლევარი, რომელიც აქვეყნებს სამეცნიერო ნაშრომს და სურს ვიზუალური მასალის გამოქვეყნება (ბუნებრივია ცენტრის საავტორო უფლების გათვალისწინებით);
  • გამომცემლობა - რომელიც აქვეყნებს ცენტრში დაცულ მასალას
  • გამომცემლობა, რომელიც იყენებს ცენტრში დაცულ მასალას მისი გამოცემის ეფექტურად გასაფორმებლად (კომერციული მიზნებით) და სხვა.

შესაბამისად, ტარიფებშიც აისახება დამკვეთის ინტერესი.     

 

განყოფილების თანამშრომლები:

თარგამაძე ვასილ (განყოფილების უფროსი)

გურგენიძე დიმიტრი (მთავარი სპეციალისტი)

კვაჭაძე გიორგი (უფროსი სპეციალისტი)

 

 

განხორციელებული პროექტები:

  •  EMEL-ის პროექტის პრეზენტაცია
  • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და EMEL-ი თანამშრომლობას იწყებს
  • “XI-XVI საუკუნეების ქართული საისტორიო საბუთების დიგიტალიზაციისა და ტექსტურ მონაცემთა ბაზის” პროექტის პრეზენტაცია

„საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ - ბორჯომი
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”
Elene Metreveli and the international research project of Gregory of Theologian heritage