23 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორია


კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორია 

1958 წელს ხელნაწერთა ინსტიტუტის დაარსებასთან ერთად ფუნქციონირებას იწყებს ჰიგიენისა და რესტავრაციის განყოფილება, რომელიც 2006 წელს რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიად ჩამოყალიბდა, ხოლო 2015 წელს ლაბორატორიას სამეცნიერო სტატუსი მიენიჭა და დღეს ფუნქციონირებას განაგრძობს, როგორც კონსერვაცია-რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორია.

 

კონსერვაცია-რესტავრაციის სამეცნიერო  ლაბორატორიაში ხორციელდება შემდეგი ძირითადი სამუშაოები:

 

  • ქაღალდისა და ეტრატის ხელნაწერების, ძველნაბეჭდი წიგნების, ისტორიული დოკუმენტების, საარქივო მასალის, ცენტრის ბიბლიოთეკის კუთვნილი წიგნებისა და კერძო კოლექციებში დაცული მასალების რესტავრაცია და კონსერვაცია.
  • ეტრატზე შესრულებული ხელნაწერებისა და ისტორიული დოკუმენტების დარბილება, გასწორება და კონსერვაცია-რესტავრაცია.
  • მინიატურული და დაზგური ფერწერის კონსერვაცია-რესტავრაცია.
  • დაძველებული და დესტრუქციული ფურცლის კონსერვაცია (გამაგრება).
  • გაქვავებული და ერთიმეორესთან შეწეპებული ფურცლების განცალკევება.
  • დეფორმირებული ფურცლის გასწორება და რესტავრაცია.
  • ნაკლული ადგილების შევსება.
  • დაშლილი ხელნაწერების აკინძვა, ორიგინალური ტვიფრული, მოჭედილი და  ტყავის ყდის კონსერვაცია-რესტავრაცია და ყდებში გამოყენებული ორიგინალური ხის დაფების კონსერვაცია.
  • ახალი ყდების დამზადება.
  • ყდებზე კეთდება სხვადასხვა ფორმის ორიგინალური საკეტები.
  • ცენტრის ფონდებში დაცული ან ახლად შემოსული მასალის დეზინფექცია და გაწმენდა.

კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიაში მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამეცნიერო კვლევები და ხორციელდება სარესტავრაციო და  საგანმანათლებლო ხასიათის პროექტები.

 

ლაბორატორიის თანამშრომლები:

კლდიაშვილი რევაზ (განყოფილების უფროსი)

გვაზავა ასმათ (მეცნიერი თანამშრომელი)

გოცირიძე ლეილა (მეცნიერი თანამშრომელი)

დვალიშვილი თამარ (მეცნიერი თანამშრომელი)

შარიქაძე ვახტანგი (ბიოლოგი)

ცერცვაძე სოფიო (მეცნიერი თანამშრომელი)

კოპალეიშვილი ნანა (მთავარი სპეციალისტი)

ჯიქიძე იზო (მთავარი სპეციალისტი)

ბასილაძე ინგა (უფროსი სპეციალისტი)

სვიმონიშვილი ლუიზა (უფროსი სპეციალისტი)

 


IV საერთაშორისო კონფერენცია - კულტურათაშორისი დიალოგი, იდენტობა და კულტურული მრავალფეროვნება
International conference - Art and Cross-Cultural Dialogue: Identity and Cultural Diversity
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”