23 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


განათლება და გამოფენა


განათლებისა და გამოფენების განყოფილება 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების მიმართულების მიზანია საგამოფენო და საგანმანათლებლო პროექტების მეშვეობით გაუწიოს პოპულარიზაცია  ცენტრში დაცულ კულტურულ მემკვიდრეობას და მოახდინოს ამ მემკვიდრეობის ინტეგრაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გამოფენისა და განათლების მიმართულება უზრუნველყოფს სტაციონარული და მოძრავი გამოფენების მოწყობას, საგანმანათლებლო ხასიათის პროგრამების, კონკურსებისა და სალექციო შეხვედრების მომზადებას და განხორციელებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მიმართულება ამგვარი საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით  ხელს უწყობს საზოგადოების წევრების/ჯგუფების თვითრეალიზაციასა და შესაძლებლობების განვითარებას.

 

განათლებისა და გამოფენების მიმართულება კოორდინაციას უწევს შემდეგ პროექტებს:

•    სტიპენდიის პროგრამა
•    სტაჟირების პროგრამა
•    სამაგისტრო პროგრამა
•    ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა პირადი არქივები - დამხმარე რესურსი სკოლისათვის
•    გამოფენების საგანმანათლებლო პროგრამები
•    საქართველოს ოკუპაციის ისტორია და ადამიანები
•    მემორიალური კაბინეტების სასწავლო–საგანმანათლებლო პროგრამა
•    საექსკურსიო ტური „მოგზაურობა ხელნაწერთა სამყაროში“
•    ქართული კალიგრაფია
•    დამწერლობის ფესტივალი
•    „მე მიყვარს წიგნი“

 

 

განყოფილების თანამშრომლები:

ბაგაური ნესტან (განყოფილების უფროსი)

ბოჭორიშვილი გვანცა (სპეციალისტი)

ფერაძე ელენე (სპეციალისტი)

კიკალიშვილი მარიამ (მთავარი სპეციალისტი)

 

 

 

 

 

 


IV საერთაშორისო კონფერენცია - კულტურათაშორისი დიალოგი, იდენტობა და კულტურული მრავალფეროვნება
International conference - Art and Cross-Cultural Dialogue: Identity and Cultural Diversity
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”