25 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილება


ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილება

ქრისტიანული წიგნის გაფორმების შესწავლის გაზრდილმა ინტერესმა თანამედროვე ხელოვნებათმცოდენობით მეცნიერებაში თავიდანვე დააყენა ქართული ხელნაწერი ხელოვნების კვლევის საკითხი. ქართული წიგნის ხელოვნება (უმდიდრესი მასალის მიუხედავად ) დღესდღეობით ქართული ხელოვნების ყველაზე ნაკლებად შესწავლილი სფეროა. ამდენად, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების დაარსება 2010 წელს ამ ნაკლის გამოსწორების ყველაზე ოპტიმალური საშუალებაა.

უპირველეს ამოცანად გვესახება ხელნაწერებში ჩართულ მინიატურათა კორპუსის შედგენა და მისი გამოსაცემად მომზადება.

განყოფილების თანამშრომელთა ამოცანაა მხატვრულ და პალეოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით, ქრონოლოგიურ ჭრილში სხვადასხვა სკრიპტორიუმების საქმიანობის გამოკვლევა, მათი მხატვრული თავისებურებებისა და კავშირების შესწავლა. ხელნაწერთა მინიატურები უნდა შევისწავლოთ მხატვრული ფორმების ევოლუციის კონტექსტში, მხატვრული  პრინციპების გათვალისწინებით,  განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტექსტისა და გაფორმების კომპოზიციური ურთიერთმიმართების საკითხზე, მხატვრისა და გადამწერის ურთიერთთანამშრომლობაზე, სტილის განვითარების საერთო ხაზსა და მხატვრული ტრადიციის მდგრადობაზე,

აუცილებელია მჭიდრო კავშირის დამყარება იმ სამეცნიერო ცენტრებთან რომლებიც ქართულ დასურათებულ ხელნაწერებს ფლობენ; ასევე საჭიროა მუდმივი კონტაქტი იმ უცხოელ მეცნიერებთან, რომლენიც ამ სფეროში მუშაობენ. სავალდებულოა მათი ახალი ნაშრომების მოძიება და კვლევებში გათვალისწინება; ასევე მჭიდრო ურთიერთობა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სხვა დეპარტამენტებთან.

თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით აუციელებლია მოკლევადიან გრანტებსა და უცხოურ საკვლევ პროექტებში მონაწილეობაც.

 

განყოფილების თანამშრომლები:

ქავთარია ნინო (განყოფილების უფროსი მთავარი მეცნიერი თანამშრომელი)

ედიშერაშვილი ეთერ (მეცნიერი თანამშრომელი)

მაჭავარიანი ელენე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი)

ციციშვილი ნინო (მეცნიერი თანამშრომელი)


ლექცია სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”
Elene Metreveli and the international research project of Gregory of Theologian heritage