25 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


სამეცნიერო მივლინება


მივლინება ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში

2008 წლის ივნისში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ქ. ბეზარაშვილი ინყოფებოდა მივლინებაში ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში, სადაც მუშაობდა ბერძნული პალეოგრაფიის საკითხებზე წლიური თემისათვის: ბერძნულ ხელნაწერთა აღწერილობა. 

 

2009 წლის გაზაფხულზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები ქეთევან ბეზარაშვილი და თამარ ოთხმეზური იმყოფებოდნენ სამეცნიერო მივლინებით ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში (ლუვენ-ლა-ნევი, ბელგია). ამ უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტთან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერებს დიდი ხანია აქვთ ურთიერთობა. ბოლო წლების მანძილზე ერთობლივი პროექტით მომზადდა IV საუკუნის კაპადოკიელი მამის, გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებების ბერძნული და სხვაენოვანი თარგმანების პუბლიკაცია, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართულ მასალას. უკვე გამოიცა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ქართული თარგმანების ექვსი ტომი ცნობილი სერიით Corpus Christianorum. ამჟამად გამოსაცემად მზადდება მომდევნო ტომები. ქართველი მეცნიერების ვიზიტი ბელგიაში უკავშირდებოდა სწორედ ამ სამომავლო პუბლიკაციებს. გადაისინჯა და საბოლოოდ შესწორდა მომდევნო ორი ტომის მასალა, დაიგეგმა გრიგოლის თხზულებათა გამოცემის შემდგომი ეტაპი - არალიტურგიკული სიტყვების გამოცემა, გრიგოლის თხზულებებზე შექმნილი კომენტარების პუბლიკაცია, ლექსიკონებისა და სხვადასხვა სახის საძიებლების ფორმატი და ა. შ. ბელგიაში სამეცნიერო მივლინებაში ყოფნისას ქეთევან ბეზარაშვილმა დაასრულა მუშაობა თავისი მონოგრაფიული ნაშრომის ინგლისურ ვერსიაზე ("შუა საუკუნეების რიტორიკისა და თარგმანის თეორია და პრაქტიკა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ქართული თარგმანების მიხედვით"). ეს ნაშრომიც გადაიცა გამოსაცემად სერიაში Corpus Christianorum.

ბოლო ორი წელია ქ. ბეზარაშვილი და თ. ოთხმეზური მუშაობენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ბერძნულ ხელნაწერთა კოლექციაზე. ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბაზაზე, რომელიც შეიცავს უმნიშვნელოვანეს ნაშრომებს ბერძნულ პალეოგრაფიაში, გადაისინჯა მათ მიერ შედგენილი ბერძნული ხელნაწერების აღწერილობა. კონსულტაციის მიზნით შედგა შეხვედრები ამ დარგის სპეციალისტებთან. მეცნიერებმა ჟურნალ Byzantion-ში გამოსაცემად გადასცეს სტატია: Gr.33/48 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბერძნული კოლექციიდან.

 

 

 

 

 


ლექცია სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”
Elene Metreveli and the international research project of Gregory of Theologian heritage