25 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


სამეცნიერო ექსპედიციები


სინას მთა 

(1990, 1994, 1995, 1999, 2004 წლები)

1975 წელს სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში აღმოჩნდა მანამდე უცნობი ქართული ხელნაწერების კოლექცია. ახლად გამოვლენილი ძეგლების შესწავლის მიზნით, ინსტიტუტმა სინას მთაზე ოთხი საექსპედიციო კამპანია მოაწყო.

I ექსპედიცია განხორციელდა 1990 წელს. მის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ისტ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი ზაზა ალექსიძე და ფილოლოგ. მეცნ. დოქტორი მიხეილ ქავთარია. საექსპედიციო კამპანიის ფარგლებში სათანადო სახით აღიწერა 133 ხელნაწერი. II ექსპედიცია მოეწყო 1994 წელს. მის მუშაობაში ზაზა ალექსიძისა და მიხეილ ქავთარის გარდა მონაწილეობდნენ: ფილოლ. მეცნ. კანდიდატი ლილი ხევსურიანი, თამარ მესხი, რესტავრატორები ლია ქუთათელაძე, ნანა თარგამაძე დარეჯან გოგაშვილი, ფოტოგადაღებას უზრუნველყოფდა ირაკლი იაკობაშვილი. ექსპედიციის წევრებმა აღწერეს 140 ხელნაწერი და დაამზადეს 1 600 ფრაგმენტის მიკროფილმი. გარდა ამისა, უდანაკარგოდ გახსნეს 15 გაქვავებული ხელნაწერი და პირველადი პროფილაკტიკური დამუშავება გაუკეთეს 77 ხელნაწერს. III საექსპედიციო კამპანია განხორციელდა 1995 წელს. მის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ : ზაზა ალექსიძე, მიხეილ ქავთარია, მზექალა შანიძე, ლილი ხევსურიანი. 1999 წლისს ნოემბერში სინას მთაზე მოეწყო IV და V ექსპედიცები. IV ექსპედიციის (ზაზა ალექსიძე, დავით ცხადაძე) დროს მოხდა ქართულ-ალბანური პალიმფსესტების გადაღება და საკტალოგო ფოტომასალის მომზადება, ხოლო V ექსპედიცია (მზექალა შანიძე, ლილი ხევსურიანი მიზნად ისახავდა ხელნაწერების აღწერილობის ზოგიერთი დეტალის დაზუსტებას და ცალკეული ნიმუშების ფოტოგადაღებას. ბოლო VI ექსპედია სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში მოეწყო 2004 წელს, მასში მონაწილეობას იღებდნენ ხელნწერთა ინსტიტუტიდან პროფ. ზაზა ალექსიძე და გიორგი ალექსიძე, ასევე ფრანკფურტის გოეთის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი იოსტ გიპერტი და საფრანგეთის ინსტიტუტის წევრი, პროფესორი, დოქტორი ჟან-პიერ მაე. ექსპედიციის მიზანი იყო ქართულ-ალბანური პალიმფსესტების წაკითხვა მრავალსპექტრულ გამოსახულებათა სისტემით აღჭურვილი აპარატურის დახმარებით.

ექსპედიციების დროს შესრულებული სამუშაოების შედეგად 2005 წელს ათენში გამოიცა სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ახალი ქართული კოლექციის სამენოვანი (ქართული, ბერძნული და ინგლისური) კატალოგი. 2006 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს პატრიარქის ფონდში გაიმართა კატალოგის პრეზენტაცია. 

 


ლექცია სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”
Elene Metreveli and the international research project of Gregory of Theologian heritage