23 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


ჩვენ შესახებ


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უძველესი ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია საქართველოში. იგი 1958 წლის 30 ივნისს პროფესორ ილია აბულაძის ინიციატივით დაარსდა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებში თავმოყრილია სხვადასხვა დროს სხვადასხვა წიგნთსაცავსა თუ კერძო კოლექციაში დაცული ქართული კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი საგანძური: მდიდრულად ილუსტრირებული უნიკალური ხელნაწერები, ძველნაბეჭდი და რარიტეტული გამოცემები, მემორიალური ნივთები და სხვ.

აქ დაცული უნიკალური კოლექცია მრავალ დარგსა და სფეროს მოიცავს: ისტორია, გეოგრაფია, მოგზაურობა, სამართალი, ლექსიკონები, სამკურნალო წიგნები, მხატვრული ლიტერატურა, ბიბლიური ტექსტები, აგიოგრაფია, საეკლესიო სამართალი, ფილოსოფია, ასტროლოგია, მათემატიკა, სამხედრო და სხვა.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თავმოყრილია:

V-XIX საუკუნეების 10.000-მდე ქართული (მათ შორის 4.000-მდე უმნიშვნელოვანესი პალიმფსესტური ფურცელიც)

და 4.000-მდე უცხოური (არაბულისპარსულითუქულირუსულისომხურიბერძნული, ფრანგული, გერმანული, ლათინური, ებრაული, პოლონური, ინგლისური, ჩეხური, სირიულიეთიოპიური, მონღოლური და სხვ.) ხელნაწერი;

X-XIX საუკუნეების 40.000-მდე ქართული და 5.000-მდე უცხოენოვანიისტორიული დოკუმენტი, რომელთაგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სპარსული და თურქული დოკუმენტები, მათ შორის კი შაჰის ფირმანები, ოქმები...

ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები, მათ შორის ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის და სხვათა არქივები. აქვეა დაცული გრიგოლ წერეთლის სრულიად უნიკალური პაპირუსთა კოლექციაც.

საქართველოსა და საზღვარგარეთის სიძველეთსაცავებსა და კერძო კოლექციებში დაცულ ქართულ და უცხოენოვან ხელნაწერთა და ისტორიულ დოკუმენტთა ფოტოასლები და მიკროფირები. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ათონის ივირონის მონასტრის, სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრისა და იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს ქართულ ხელნაწერთა ფოტოპირები.

ცენტრს მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა გააჩნია, სადაც რარიტეტული და უახლესი ქართული და უცხოური გამოცემების გვერდით ინახება ძველნაბეჭდი წიგნების ძვირფასი კოლექცია, მათ შორის პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629) და ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი სახარება (1709), დავითნი (1711), შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" პირველი გამოცემა (1712) და სხვ. ბიბლიოთეკის ძირითად ფონდებში დაცულია ჰუმანიტარული მიმართულების 60.000-მდე ქართული თუ უცხოენოვანი წიგნი.

ცენტრში ფუნქციონირებს კორნელი კეკელიძისივანე ჯავახიშვილისილია აბულაძისნიკო ბერძენიშვილისელენე მეტრეველისშალვა ამირანაშვილის მემორიალური კაბინეტები. აქვეა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველების, ჟურნალ "ბედი ქართლისას" დამაარსებლების კალისტრატე და ნინო სალიების სახელობის კაბინეტი.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მიმართულებას სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა წარმოადგენს. ინსტიტუტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: საქართველოსა და უცხოეთის საცავებში დაცული ხელნაწერი წიგნების, ისტორიული დოკუმენტებისა და პირადი არქივების აღწერა, სისტემატიზაცია, შესწავლა, პუბლიკაცია და მონაცემთა ბაზების შექმნა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს უცხოურ სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან.

ცენტრში ფუნქციონირებს რესტავრაცია-კონსერვაციისა და დიგიტალიზაციის ლაბორატორიები.

ამჟამად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი ზაალ აბაშიძე.

 

IV საერთაშორისო კონფერენცია - კულტურათაშორისი დიალოგი, იდენტობა და კულტურული მრავალფეროვნება
International conference - Art and Cross-Cultural Dialogue: Identity and Cultural Diversity
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”