|  Geo |  Eng

 

ზოგადი ინფორმაცია

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება 2011 წლის 11 იანვარს დაარსდა. იგი დამოუკიდებელი არაკომერციული გაერთიანებაა და მასში გაწევრიანებული არიან საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები: მეცნიერები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, კულტურისა და სხვა სფეროს თვალსაჩინო მოღვაწეები. მეგობართა საზოგადოება მხარს უჭერს და ფინანსურ, ტექნიკურ და საორგანიზაციო სახის დახმარებას უწევს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მიმდინარე პროექტების, პროგრამებისა და ღონისძიებების გატარება-განხორციელებაში.

უნივერსიტეტების, ინსტიტუტებისა და მუზეუმების მეგობართა საზოგადოებებისა და კავშირების ტიპის ორგანიზაციები და მათთან თანამშრომლობის პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული და დანერგილი მთელ მსოფლიოში. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება საქართველოში მსგავსი ხასიათის პირველი გაერთიანებაა.

მეგობართა საზოგადოებას მჭიდრო კავშირი აქვს და აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ არსებულ სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებთან, მუზეუმებთან, სასწავლებლებთან, სამინისტროებთან, თბილისისა და ბათუმის მერიებთან და მთელ რიგ სხვა ორგანიზაციებთან. 


 

 ძიება საიტზე