|  Geo |  Eng
   
   
     
     
    

 

 
 
 





 

   
 

 

   
       
 
 ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტი

 

ხელმძღვანელი

ნინო ქავთარია
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
Tel: (+995 32) 2 47 42 42
E-mail: 
nino.kavtaria@manuscript.ac.ge  

   

თანამშრომლები

გაფორმების შესწავლის გაზრდილმა ინტერესმა თანამედროვე ხელოვნებათმცოდნეობით მეცნიერებაში თავიდანვე დააყენა ქართული ხელნაწერი წიგნის ხელოვნების კვლევის საკითხი. ქართული წიგნის ხელოვნება (უმდიდრესი მასალის მიუხედავად) დღესდღეობით ქართული ხელოვნების ყველაზე ნაკლებად შესწავლილი სფეროა.

დეპარტამენტის უპირველეს ამოცანად გვესახება ხელნაწერებში ჩართულ მინიატურათა კორპუსის შედგენა (რომელიც სრულდება) და მისი გამოსაცემად მომზადება.

დეპარტამენტის თანამშრომელთა ამოცანაა მხატვრულ და პალეოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით, ქრონოლოგიურ ჭრილში სხვადასხვა სკრიპტორიუმის საქმიანობის გამოკვლევა, მათი მხატვრული თავისებურებებისა და კავშირების შესწავლა. ხელნაწერთა მინიატურები უნდა შევისწავლოთ მხატვრული ფორმის ევოლუციის კონტექსტში, მხატვრული პრინციპების გათვალისწინებით; განსაკუთრებული ყურადღება  უნდა გამახვილდეს ტექსტისა და გაფორმების კომპოზიციური ურთიერთმიმართების საკითხზე, მხატვრისა და გადამწერის ურთიერთანამშრომლობაზე, სტილის განვითარების საერთო ხაზსა და მხატვრული ტრადიციის მდგრადობაზე, ყდების მხატვრულ გაფორმებაზე.

ხელნაწერთა გაფორმების ფუნდამენტური შესწავლით უნდა წარმოვაჩინოთ თითოეული ხელნაწერისათვის დამახასიათებელი იკონოგრაფიული პროგრამა და მხატვრულ-დეკორატიული თავისებურებები. ამის საფუძველზე  კი უნდა მოხდეს ცალკეული სკრიპტორიუმისა თუ ეპოქისათვის დამახასიათებელი თავისებურებების დაზუსტება, უნდა დადგინდეს საკუთრივ სხვადასხვა შინაარსის (ოთხთავი, დავითნი, ჰომილიები, ზატიკი, სვინაქსარი, დაუჯდომელი და სხვა) ქართული ხელნაწერი წიგნისათვის დამახასიათებელი გაფორმების პროგრამა, მხატვრულ მიდგომათა ერთობლიობა.

ამდენად, გამოვყოფთ დეპარტამენტის მუშაობის ძირითად ასპექტებს:

  • მინიატურათა კორპუსის გამოსაცემად მომზადება
  • ხელნაწერი წიგნის გაფორმების კვლევა ქრონოლოგიურ ჭრილში
  • ხელნაწერი წიგნის გაფორმების კვლევა სივრცულ ჭრილში
  • ხელნაწერი წიგნის გაფორმების კვლევა თემატურ ჭრილში
  • ხელნაწერთა კვლევა პიროვნულ ჭრილში (გადამწერი, მხატვარი, შემმოსველი)

ამ დეპარტამენტის დაარსება გამოაცოცხლებს და წინ წასწევს ქართული ხელოვნებათმცოდნეობითი მეცნიერების ამ დარგის განვითარებას.
 

 ძიება საიტზე
 
30 აპრილს, 13:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა პრესკონფერენცია გამართეს.
 დაწვრილებით
1 მაისს, 16:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება ცენტრის მხარდასაჭერად იკრიბება.
 დაწვრილებით
2015 წლის 2 მაისს, 13:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ახალი პროექტის ,,საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები" პრეზენტაცია და მოღვაწეთა პირადი საარქივო მასალების გამოფენა გაიმართება.
 დაწვრილებით
პრესკონფერენცია გაიმართება 30 აპრილს, 12:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დაბრაზში.
 დაწვრილებით
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით იგეგმება კონკურსის "ქართული კალიგრაფია" ორგანიზება.
 დაწვრილებით
  ყველა სიახლე
  03.04.2015 | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას
  30.03.2015 | საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამა ხელმოწერა - ძალა ისტორიასა და სამართალში
  30.03.2015 | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა მიღებას
  26.03.2015 | კონფერენცია ,,ტექსტოლოგიური ძიებანი’’
  24.03.2015 | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა სასერთიფიკატო საბუთების მიღებას
 ყველა სიახლე