|  Geo |  Eng

    ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი   a

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ძველი ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია საქართველოში.

ხელნაწერთა ინსტიტუტი შეიქმნა 1958 წლის 30 ივნისს.

ინსტიტუტის დამაარსებელი და მისი პირველი დირექტორი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ილია აბულაძე (1958-1968).

 Yeard1962 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტს მიენიჭა აკადემიკოს კორნელი კეკელიძის სახელი.

1968-1989 წლებში ინსტიტუტის დირექტორი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ელენე მეტრეველი, ხოლო 1989-2006 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ზაზა ალექსიძე.

2ab006 წელს გაუქმდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის  სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი.

მის ნაცვლად კი დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი  - კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტი. 

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 23 მაისის დადგენილებით,  ხელნაწერთა ინსტიტუტს ეწოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

 ამჟამად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბუბა კუდავა.

 ძიება საიტზე