|  Geo |  Eng
   
   
     
     
    

 

 
 
 





 

   
 

 

   
       
 

სამეცნიერო საბჭოს არჩევნები

1. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ცენტრის წესდებით დადგენილი წესით სამეცნიერო საბჭოს არჩევის შემდეგ, პირველ სხდომაზე.
2. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ორი მესამედი მაინც.
3. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სამეცნიერო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
4. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. სამეცნიერო საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის ფარული კენჭისყრით მიღების თაობაზე.
5. სამეცნიერო საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას საკუთარი ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა მესამედის ან/და ცენტრის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე.
6. სამეცნიერო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს მდივანს.
7. სამეცნიერო საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) პირადი სურვილი;
ბ) სამეცნიერო საბჭოს გადაწვეტილება, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეციერო საბჭოს სხდომებს;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) გარდაცვალება;
ვ) ცენტრის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლება.

 

 ძიება საიტზე