|  Geo |  Eng

 

ხელნაწერები

 ისტორიული დოკუმენტები 

 
საარქივო ფონდი 


   

ფონდების მართვის დეპარტამენტი

    

ხელმძღვანელი

შალვა გლოველი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
Tel.:(+995 32) 2 47 42 42 
E-mail: shalva.gloveli@manuscript.ac.ge


თანამშრომლები

 

 ფონდების მართვის დეპარტამენტი მართავს ხელნაწერი წიგნების, საისტორიო დოკუმენტების, პირადი არქივების ფონდებს და ფონდების მართვის დეპარტამენტის სტრუქტურაში შექმნილ სხვა ფონდებს; განსაზღვრავს ამ ფონდებთან დაკავშირებულ საკითხებს. საბიბლიოთეკო წიგნად ფონდებს, მემორიალური კაბინეტების და მემორიალურ ნივთთა ფონდებს, კარტოგრაფიის ფონდებს (ასევე სხვა ფონდებს რომლებიც ინახება საბიბლიოთეკო დეპარტამენტში) მართავს და აკონტროლებს საბიბლიოთეკო დეპარტამენტი, მაგრამ ფონდის შექმნის, ან ფონდების ინტეგრირების/გაყოფის შემთხვევაში საკითხს ათანხმებს ფონდების მართვის დეპარტამენტთან.

 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იმ დარგობრივ/პროფილური ფონდების/საფონდო მასალის დაცვაზე, აღრიცხვაზე, გამოყენებაზე, შენახვაზე, ამ ფონდებთან/საფონდო მასალებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, რომლებიც არ არიან ფონდების მართვის დეპარტამენტის უშუალო მართვის ქვეშ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სხვა სტრუქტურულ ერთეულებში (საბიბლიოთეკო დეპარტამენტში, საგამოფენო დეპარტამენტში, კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიაში, დიგიტალიზაციის ლაბორატორიაში და სხვ.) ინახება ან ფონდების მართვის დეპარტამენტიდან იქ დროებით არის გატანილი, პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.  

 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში მნიშვნელოვანი საფონდო შემოსავალი ტარდება ხელნაწერთა ეროვცნული ცენტრის მთავარ შემოსულობათა წიგნში.

 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარ შემოსულობათა წიგნი ინახება ფონდების მართვის დეპარტამენტში, უშუალოდ ფონდების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და მასში შემოსულობის შესახებ მოკლე ჩანაწერს ახორციელებს ფონდების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარ შემოსულობათა წიგნში ტარდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დარგობრივ/პროფილური ფონდების/საფონდო მასალის მნიშვნელოვანი შემოსულობა.

 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარ შემოსულობათა წიგნში გასატარებელ მასალას განსაზღვრავს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ან ცენტრის დირექტორი.  

 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარ შემოსულობათა წიგნში მასალის გატარების შემდეგ ფონდების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას რომელ სტრუქტურულ ერთეულს თუ უჯრედს გადაეცეს შესანახად.

 ძიება საიტზე
 
30 აპრილს, 13:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა პრესკონფერენცია გამართეს.
 დაწვრილებით
1 მაისს, 16:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება ცენტრის მხარდასაჭერად იკრიბება.
 დაწვრილებით
2015 წლის 2 მაისს, 13:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ახალი პროექტის ,,საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები" პრეზენტაცია და მოღვაწეთა პირადი საარქივო მასალების გამოფენა გაიმართება.
 დაწვრილებით
პრესკონფერენცია გაიმართება 30 აპრილს, 12:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დაბრაზში.
 დაწვრილებით
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით იგეგმება კონკურსის "ქართული კალიგრაფია" ორგანიზება.
 დაწვრილებით
  ყველა სიახლე
  03.04.2015 | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას
  30.03.2015 | საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამა ხელმოწერა - ძალა ისტორიასა და სამართალში
  30.03.2015 | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა მიღებას
  26.03.2015 | კონფერენცია ,,ტექსტოლოგიური ძიებანი’’
  24.03.2015 | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა სასერთიფიკატო საბუთების მიღებას
 ყველა სიახლე