|  Geo |  Eng
   
   
     
     
    

 

 
 
 





 

   
 

 

   
       
 
წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის
დეპარტამენტი

    



ხელმძღვანელი

მზია სურგულაძე
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
Tel.:(+995 32) 2 47 42 42
Email:
mziasurguladze@yahoo.com

თანამშრომლები

 

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თავმოყრილია საქართველოს ისტორიის ამსახველი წერილობითი წყაროების უდიდესი ნაწილი. მათ შორის არის "ქართლის ცხოვრება", "მოქცევაი ქართლისაი", აგიოგრაფიული თხზულებები, გვიანი შუა საუკუნეების ისტორიკოსების თხზულებები; საქართველოს ისტორიისათვის განსაკუთრებით ფასეულია ცენტრში დაცული დოკუმენტური მასალა - ათიათასობით ისტორიული საბუთი, რომელთა შორისაა ქართველ მეფეთა და მღვდელმთავართა სახელით გაცემული გუჯრები, ადმინისტრაციული აქტები, კერძო პირთა გარიგებები, ოფიციალური თუ პირადი მიმოწერა და სხვ. გარდა ქართულენოვანი წყაროებისა, ცენტრის საცავებში ინახება არაბული, ოსმალური, სპარსული, სომხური დოკუმენტები და საისტორიო თხზულებები. ასეთივე ღირებულებისაა ხელნაწერთა არშიებზე მოთავსებული მრავალრიცხოვანი მინაწერები - საგვარეულო მოსახსენებლები და მატიანეები.


   

ამ მასალის ბაზაზე, დღიდან დაარსებისა, ცენტრში ჩამოყალიბდა წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის მიმართულება, რომელსაც უკვე ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მასალის სპეციფიკამ თავისთავად განსაზღვრა აღნიშნული მიმართულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროფილი. დეპარტამენტის საქმიანობა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს:


   

1.მასალის ზუსტი აღნუსხვა და აღწერა, საძიებო სისტემების სრულყოფა - სხვადასხვა ტიპის კატალოგის მომზადება.


   

2.საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობითი ბაზა, ბაზის გაფართოება - ისტორიული წყაროების პუბლიკაცია.


   

დეპარტამენტის სამეცნიერო-კვლევით მუაობაში ყოველთვის დიდი ადგილი ეთმობოდა საქართველოს ისტორიის აღმოსავლური წყაროების - სომხური, არაბული, სპარსული, თურქული - აღნუსხვა-შესწავლასა და პუბლიკაციას.


   

ვრცლად დეპარტამენტის შესახებ

 

 

 ძიება საიტზე
 
30 აპრილს, 13:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა პრესკონფერენცია გამართეს.
 დაწვრილებით
1 მაისს, 16:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება ცენტრის მხარდასაჭერად იკრიბება.
 დაწვრილებით
2015 წლის 2 მაისს, 13:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ახალი პროექტის ,,საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები" პრეზენტაცია და მოღვაწეთა პირადი საარქივო მასალების გამოფენა გაიმართება.
 დაწვრილებით
პრესკონფერენცია გაიმართება 30 აპრილს, 12:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დაბრაზში.
 დაწვრილებით
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით იგეგმება კონკურსის "ქართული კალიგრაფია" ორგანიზება.
 დაწვრილებით
  ყველა სიახლე
  03.04.2015 | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას
  30.03.2015 | საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამა ხელმოწერა - ძალა ისტორიასა და სამართალში
  30.03.2015 | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა მიღებას
  26.03.2015 | კონფერენცია ,,ტექსტოლოგიური ძიებანი’’
  24.03.2015 | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა სასერთიფიკატო საბუთების მიღებას
 ყველა სიახლე