25 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


წიგნის "ქართველთა ცხოვრება" წარდგენა და განხილვა




2017-05-19



19 მაისს, 15:00 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ისტორისს მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ მანანა სანაძის წიგნის "ქართველთა ცხოვრება" "ქართლის მეფეებისა და პატრიკიოსების ქრონოლოგია" წარდგენა და განხილვა. წიგნი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ შედარებით ბუნდოვან, თუმცა ძალზე მნიშვნელოვან პერიოდს ეხება. აღნიშნული ხანის კვლევის სირთულე ძირითადად შესაბამისი წერილობითი ძეგლების, განსაკუთრებით, თანადროული წყაროების ნაკლებობით არის განპირობებული. ნაშრომის ძირითდი დამახასიათებელი ნიშანი დიდი ხნის მანძილზე სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული ტრადიციების მსხვრევაა. მასში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ქართველების ეთნოგენეზს, გაედევნება თვალი საქართველოს ტერიტორიაზე საკვლევ პერიოდში მიგრაციულ ტალღებს, კიმერიულ-სკვითური ნაკადის შემოჭრას კავკასიაში სხვადსხვა დროს, მათი განსახლების არეალს და მონაწილეობას ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში. წიგნში ასევე ფართოდაა გაანხილული ისტორიული გეოგრაფიის საკითხები და სხვადასხვა დროის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული საზღვრების დადგენა. აღსაღნიშნავია, რომ წიგნში ისტორია და წყაროთმცოდნეობა ერთნაირი მოცულობითაა წარმოდგენილი. ავტორი მუდმივად ყურადღებას იჩენს წყაროების მიმართ და მათ მხოლოდ ყოველმხრივი კრიტიკული ანალიზის შემდეგ იყენებს. ნაშრომი ბევრი საკამათო საკითხის ახლებურ გააზრებას გვთავაზობს, რის გამოც იგი კარგი დამხმარე იქნება ანტიკური ხანის და ადრე შუასაუკუნეების და ახლო აღმოსავლეთის ისტორიით დაინტერესებულ მკვლევართა და მკითხველთათვის.



ლექცია სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”
Elene Metreveli and the international research project of Gregory of Theologian heritage