25 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


„ვეფხისტყაოსანი“ და რუსთაველის ეპოქა




2017-05-19



გამოფენაზე, რომელიც შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა , წარმოდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული უნიკალური მასალა. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ,,ვეფხისტყაოსნის’’ ყველა საეტაპო მნიშვნელობის მქონე უნიკალური გამოცემა. მათ შორის, პირველი, 1712 წლის ვახტანგისეული ,,ვეფხისტყაოსანი’’. ასევე 1888 წლის ,,ქართველიშვილისეული’’ გამოცემა, რომელიც გაფორმებულია ცნობილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით. დამთვალიერებელს ასევე საშუალება ჰქონდათ ეხილათ მსოფლიოს ხალხთა ენებზე თარგმნილი (ფრანგული, გერმანული, სომხური, აზერბაიჯანული, თურქული, უკრაინული, მოლდოვური, სპარსული, არაბული, ჩეჩნური, ლატვიური, ოსური და ა.შ) და ბოლოდროინდელი გამოცემები. მათ შორის აღსანიშნავია ,,ვეფხისტყაოსნის’’ კორეული თარგმანი, რომელიც პირველად 2016 წელს ითარგმნა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას თავად კორეის ელჩმა გადასცა საჩუქრად. ხელნაწერთა ეროვნუმა ცენტრმა წარმოადგინა უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისათვის“ შესრულებული ილუსტრაციების ორიგინალები,ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების შექმნამდე გადაღებულ ე. წ. „ცოცხალი სურათების“ ორიგინალები („ვეფხისტყაოსნის“ დადგმითი სცენები), რომლებიც მხატვარმა გადაიღო თბილისსა და ქუთაისში და ეს ფოტოები გამოიყენა ილუსტრაციების შესაქმნელად. ფოტოებზე ასახულნი არიან XIX საუკუნის 80-იანი წლების გამორჩეული ქართველი სახეები: გიორგი შარვაშიძე, ბაბო დადიანი და სხვა; „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერების ზუსტ ასლებს. მათ შორის გამოიფინა იმერეთის მეფის, სოლომონ II-ისეული ე. წ. „წერეთლისეული“ ხელნაწერის ასლი, ქართლის მეფის, გიორგი XI-ის მიერ დაკვეთილი ე. წ. „ბეგთაბეგისეული“ ნუსხის ასლი, ლევან II დადიანის დაკვეთით მამუკა თავაქარაშვილის მიერ გადაწერილი უნიკალური ხელნაწერის ასლი და სხვ. „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ნუსხების ასლების გვერდით წარმოდგენილი იყო რუსთაველის ეპოქის ხელნაწერების დიდი ოსტატობით შესრულებული ასლებიც: თამარ მეფის პირადი დაკვეთით რომანას ქართულ მონასტერში (კონსტანტინოპოლი) გადაწერილი ხელნაწერი - „ვანის სახარება“, რომელიც თამარის პირადი კუთვნილება იყო, და ასტროლოგიური ტრაქტატი (1188 -1210წწ.).



ლექცია სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”
Elene Metreveli and the international research project of Gregory of Theologian heritage