25 2017
ძებნა: GE EN



საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


კორნელი კეკელიძის სემინარი 119




2017-03-01



დღეს, 1 მარტს, 15:00 საათზე კორნელი კეკელიძის რიგით 119-ე სემინარზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომელმა, გულიკო მჭედლიძემ, წაიკითხა მოხსენება სათაურით ,,ერთი ისტორიული დოკუმენტი კალისტრატე ცინცაძის პირადი არქივიდან (ნახარებოუს მონასტრის შეწირულობის გუჯარი) ". გამოჩენილი სასულიერო მოღვაწის, მეცნიერისა და კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის პირად არქივში დაცულია „ნახარებოუს მონასტრის გუჯარი“. ეს დოკუმენტი 1801 წელს შეადგინა ანტონ ჭყონდიდელმა. აღნიშნული გუჯარი კი ნახარებოუს მონასტერში არსებული დედნიდან გადმოწერა მღვდელმა ბართლომე ოსიძემ. დედანი (ორიგინალი) ჩვენამდე მოღწეული არ არის. უცნობია როგორ მოხვდა ეს დოკუმენტი კალისტრატე ცინცაძის პირად არქივში. 1912 წელს, აღნიშნული გუჯარი თეოფინე ხუსკივაძემ გამოაქვეყნა გაზეთ „კოლხიდაში“ (№39, 40) და მას „ანტონ ჭყონდიდელის ანდერძი“ უწოდა. დღესაც, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნული დოკუმენტი ანდერძის სახელით არის ცნობილი. ეს გუჯარი წარმოადგენს არა ანდერძს, არამედ ნახარებოუს მონასტრისთვის ანტონ ჭყონდიდელის მიერ ბოძებულ შეწირულობის გუჯარს. ნაშრომში წარმოდგენილია ნახარებოუს მონასტრის ისტორიაც და ანტონ ჭყონდიდელის ბიოგრაფიაც. ნაჩვენებია ის დიდი ღვაწლიც, რაც ანტონ ჭყონდიდელს მიუძღვის ამ მონასტრის ხელახლა აშენებასა და გაძლიერებაში. დაწვრილებით არის განხილული ის მრავალფეროვანი შეწირულობა, რომელიც ანტონ ჭყონდიდელმა უბოძა აღნიშნულ მონასტერს. ანტონ ჭყონდიდელის მიერ ნახარებოუს მონასტრისათვის მიცემული შეწირულობის გუჯარი მრავალმხრივი, საინტერესო ინფორმაციის შემცველი, სანდო ისტორიული წყაროა, რომელსაც დიდი დახმარების გაწევა შეუძლია არამარტო მონასტრის ისტორიის კვლევაში, არამედ სამეგრელოს სოციალ-ეკონომიკური და კულტურის ისტორიის შესწავლაში. ეს ნაშრომი პირველი ცდაა ამ დოკუმენტის მეცნიერული შესწავლისა.



ლექცია სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში
Presentation of the English version of the album “Georgian Manuscript”
Exhibition “ Junker Ivane Nanuashvili - the Unknown Pages of Georgian Modern History”
The Awarding Ceremony of the Winners of Calligraphy Competition
Presentation of the III volume of the Texts of Historical Documents
The Scientific Expedition of the National Centre of Manuscripts on Mount Sinai – presentation / exhibition
Exhibition “Georgian Occupation and Emigrants”
Photo exhibition in Egypt of Georgian and Arabic manuscripts preserved at the National Centre of Manuscripts
The presentation of the project: “Historical and Architectural Heritages of Borjomi Region (guideline)”
Elene Metreveli and the international research project of Gregory of Theologian heritage