მივლინება თურქეთში

2009 წლის 31.08.-დან 11.09 ჩათვლით საგრანტო პროექტის ფარგლებში ქრისტიანული სამწიგნობრო-სამონასტრო ცენტრების ფოტოფიქსაციის მიზნით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნესტან ჩხიკვაძე მივლინებით იმყოფებოდა თურქეთში, ისტორიული ტაო-კლარჯეთსა (ამჟამინდელი ართვინის ვილაეთი) და კაპადოკიაში. Kკაპადოკიის სამონასტრო ცენტრების ფრესკული გამოსახულებები გადაღების დროს სავსებით ნათელი გახდა, რომ აღნიშნულ სივრცეში მეტად მყარად ინარჩუნებდა პოზიციას ადრექრისტიანული აღმოსავლური (სირიულ-პალესტინური) სიმბოლიკა, რომელიც ასევე ფიქსირდება ადრეული ხანის ქართულ პალესტინურ ხელნაწერებში. Mმასალა ანგარიშისათვის შესრულდა სლაიდ შოუს სახით

მივლინება თურქეთში

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ქავთარია 2008-2009 სასწავლო წელს მივლინებულ იყო კოჩის უნივერსიტეტის (თურქეთი) აღმოსავლური ცივილიზაციების კვლევით ცენტრში. კვლევის სფერო მოიცავდა ანტიოქიაში, შავ მთაზე გადაწერილი და დასურათებული ქართული ხელნაწერების შესწავლას. კვლევის შედეგები წაკითხულ იქნა კოჩის უნივერსიტეტსა და თურქეთში ამერიკულ არქეოლოგიურ ინსტიტუტში შემდეგი მოხსენებების სახით:
1. შავი მთის ქართული ხელნაწერები;
2. კანმარათა იკონოგრაფია და ორნამენტული დეკორი XI საუკუნის შავი მთის ქართულ ხელნაწერებში;
3. შუა საუკუნეების ქართული მონასტრები თურქეთში: არქიტექტურა და გაფორმებული ხელნაწერები (ი.გივიაშვილთან ერთად)

მივლინება ბელგიაში

2009 წლის გაზაფხულზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები _ ქეთევან ბეზარაშვილი და თამარ ოთხმეზური იმყოფებოდნენ სამეცნიერო მივლინებით ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში (ლუვენ-ლა-ნევი, ბელგია). ამ უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტთან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერებს დიდი ხანია აქვთ ურთიერთობა. ბოლო წლების მანძილზე ერთობლივი პროექტით მომზადდა IV საუკუნის კაბადოკიელი მამის, გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებების ბერძნული და სხვაენოვანი თარგმანების პუბლიკაცია, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართულ მასალას. უკვე გამოიცა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ქართული თარგმანების 6 ტომი სერიით ჩორპუს ჩჰრისტიანორუმ. ამჟამად გამოსაცემად მზადდება მოლმდევნო ტომები. ქართველი მეცნიერების მივლინება ბელგიაში უკავშირდებოდა სწორედ ამ სამომავლო პუბლიკაციებს. გადაისინჯა და საბოლოოდ შესწორდა მომდევნო 2 ტომის მასალა, დაიგეგმა გრიგოლის თხზულებათა გამოცემის შემდგომი ეტაპი – არალიტურგიკული სიტყვების გამოცემა, გრიგოლის თხზულებებზე შექმნილი კომენტარების პუბლიკაცია, ლექსიკონებისა და სხვადასხვა სახის საძიებლების ფორმატი და ა. შ.
ბელგიაში მივლინების დროს ქეთევან ბეზარაშვილმა დაასრულა მუშაობა თავისი მონოგრაფიული ნაშრომის - `შუა საუკუნეების რიტორიკისა და თარგმანის თეორია და პრაქტიკა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ქართული თარგმნანების მიხედვით~ _ ინგლისურ ვერსიაზე. ეს ნაშრომიც გადაიცა გამოსაცემად სერიაში: ჩორპუს ჩჰრისტიანორუმ.

მივლინება საფრანგეთში

საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკასა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შეთანხმების საფუძველზე 07.04.04-19.06.09 მივლინებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნესტან ჩხიკვაძე იმყოფებოდა პარიზში ნაციონალური ბიბლიოთეკის აღმოსავლურ ხელნაწერთა ფონდში დაცული 30 ქართული ხელნაწერის ფრანგულენოვანი ელექტრონული კატალოგის შესადგენად.თითოეული ერთეულის დაწვრილებით კოდოკოლოგიურ აღწერილობას დაერთო შესავალი, კომენტარები და ძირითადი ბიბლიოგრაფია, რაც მიზნად ისახავდა როგორც კოლექციის, ასევე ქართული ისტორიულ-ფილოლოგიური სკოლის მიერ მისი შესწავლის შედეგების პოპულარიზაციას. კატალოგი ფოტომასალის თანხლებით გამოქვეყნებულია ნაციონალური ბიბლიოთეკის ვებგვერდზე: http:// archivesetmanuscrits.bnf /cdc.html

მივლინება გერმანიაში

2017 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ნუგზარ პაპუაშვილი გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით იმყოფებოდა მივლინებაში, ფედერაციულ რესპუბლიაში. პროგრამა ორი თემის შესახებ მასალების მოძიებას და დამუშავებას ითვალისწინებდა: 1. გერმანიის ქართველთა სათვისტომოს წერილობითი მემკვიდრეობა და 2. ქართულ-გერმანული საეკლესი-პოლიტიკური ურთიერთობები გვიან შუასაუკუნეებში. გეგმის შესაბამისად ვმუშაობდი სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრსა და ქართველთა დიასპორაში.