კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილება

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მუშაობის ძირითადი მიმართულებებია:

  1. ქართული წერლობის ძეგლების (როგორც ორიგინალურის, ისე ნათარგმნის) სხვადასხვა სახის გამოცემების მომზადება ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური დალიტერატურულ-ისტორიული ხასიათის გამოკვლევითა და სხვადასხვა ტიპის ლექსიკონ-საძიებლებით.
  2. როგორც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ისე საქართველოსა (ქუთაისი, მესტია, გორი და სხვ.) და უცხოეთის საცავებსა და ბიბლიოთეკებში (იერუსალიმი, სინა, ათონი, პარიზი, პეტერბურგი და სხვ.) დაცული ქართული ხელნაწერების აღწერა, სხვადასხვა ტიპის კატალოგების შედგენა, ხელნაწერთა მონაცემთა ბაზების შექმნა; ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული სხვადასხვაენოვანი (ბერძნული, სომხური, არაბული და ა.შ.) ხელნაწერების აღწერა.
  3. ქართული ორიგინალური და მთარგმნელობითი ლიტერატურული ტრადიციის კვლევა სხვადასხვაენოვან (ბერძნულ, არაბულ, სირიულ, სომხურ და სხვ.) ლიტერატურულ ტრადიციებთან მიმართებით; საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებული სამწიგნობრო კერების კვლევა; სასულიერო თუ საერო მწერლობის სხვადასხვა დარგის შესწავლა; ლექსიკოლოგიურ-ტერმინოლოგიური კვლევები.
  4. ქართულ დამწერლობასთან დაკავშირებული საკითხების კვლევა; ხელწერათა შესწავლა როგორც სამწიგნობრო კერების მიხედვით, ისე დიაქრონულად; ძველი ქართული კოდიკოლოგიურ-პალეოგრაფიული ტერმინოლოგიის კვლევა; თანამედროვე კოდიკოლოგიურ-პალეოგრაფიული ტერმინოლოგიის დადგენა.

თანამშრომლები:

 

განყოფილების უფროსი მთავარი მეცნიერ-თანამშრომელილი ოთხმეზური თამარი
მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (სასწავლო-საკვალიფიცკაციო პროგრ.კოორდ.) დუღაშვილი ეკა
მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი მელიქიშვილი ნინო
მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი შათირიშვილი ლელა
მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი რაფავა მაია
მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ჩხიკვაძე ნესტან
მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ჩიკვატია ნანა
მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი შენგელია დავით
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ახობაძე ლიანა
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი კარანაძე მაია
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ტატიშვილი ქეთევანი
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი კიკნაძე ლია
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გრიგოლია ციალა
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გოგუაძე ნარგიზა
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ცერაძე თინათინ
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი მიროტაძე ნათია
 მეცნიერ-თანამშრომელი კვაჭაძე მანანა
 მეცნიერ-თანამშრომელი კარტოზია ხათუნა
 მეცნიერ-თანამშრომელი ნაცვლიშვილი ნათელა
მთავარი სპეციალისტი ქავთარია მიხეილ
კონსულტანტი ხევსურიანი ლილი
 კონსულტანტი შანიძე მზექალა