კორნელი კეკელიძის სემინარი

2009 წლიდან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თითქმის ყოველ ოთხშაბათს, 15:00 საათზე, იმართება კორნელი კეკელიძის სახელობის სამეცნიერო სემინარი. სემინარზე მეცნიერები წარმოადგენენ მათ სამეცნიერო ნაშრომებს და მიმდინარეობს დისკუსიები.

2009 წლიდან სემინარის ფარგლებში წარმოდგენილი მოხსენებები: 

133. წმ. პავლე თებელის „ცხოვრების“ ტექსტის ისტორიისათვის. 25 მაისი. 2023 წ.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა კორნელი კეკელიძის სახელობის სამეცნიერო სემინარი წმ. პავლე თებელის „ცხოვრების“ ტექსტის ისტორიისათვის. მოხსენება წაიკითხა კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა მაია მაჭავარიანმა.
ეგვიპტელი მეუდაბნოე მამა, პავლე თებელი არის ერთ-ერთი იმ წმინდათაგან, რომელთა ხსენება დაიწყო ქართული ღვთისმსახურების ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე (V-VI სს) და გრძელდება დღესაც. მრავალთავებში დაცული პავლე თებელის „ცხოვრების“ ქართული კიმენური ვერსია, რომელიც ითარგმნა არა უგვიანეს VIII საუკუნისა, არის ბერძნული ორიგინალის ერთ-ერთი უძველესი თარგმანი. „ცხოვრების“ ქართული ვერსიის კვლევისას გამოვლინდა რამდენიმე საინტერესო თავისებურება, რომელიც არ დასტურდება ბერძნულ წყაროში.
მოხსენებაში წარმოდგენილი იყო აღნიშნული თავისებურებები, მათი მნიშვნელობა პავლე თებელის „ცხოვრების“ ტექსტის და ამ წმინდანის კულტის ჩამოყალიბების ისტორიისათვის.
სემინარს ესწრებოდნენ სამეცნიერო წრის წარმომადგენლები.

132. XV-XVI საუკუნეების საეკლესიო მინიატურის მხატვრული თავისებურებანი ისტორიული რეალიების კონტექსტში. 1 დეკემბერი, 2021 წ.

2021 წლის 1 დეკემებრს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა კონრელი კეკელიძის სახელობის სემინარი. მოხსენება წაიკითხა ხელნოვნებათმცოდნეობის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელმა ნინო ციციშვილმა.

XV-XVI საუკუნეების ქართულ საეკლესიო ხელნაწერებში იკვეთება ერთი ჯგუფი – ფსალმუნი, 1494 წ. ხეც. A 351; სახარება,1502 წ. ქსიმ K 375; სახარება, 1504 წ. ხეც Q 921; ვალეს ოთხთავი, 1514 წ. ხეც. A 401; სახარება, XVI საუკუნის დასაწყისი, ქსიმ K 362; სახარება, XVI საუკუნის დასაწყისი, ხეც A 685ბ, რომელთა მხატვრობაში სპარსულ-ოსმალური ორნამენტული სახეები იჭრება და ე.წ. პოსტბიზანტიური სტილის პარალელურად მნიშვნელოვან მხატვრულ დატვირთვასაც იძენს. ამ ხელნაწერის გაფორმებაში სიახლის, თითქოს ნაკლებ ორგანული ფორმების თუ სიმბოლოების მიღება _ გათავისების მენტალური მზაობაა გამომჟღავნებული. ისეთ საკრალურ სივრცეში, როგორიც საეკლესიო ხელნაწერია, ისლამური ხელოვნების მკაფიო დადასტურება, იმ პროცესების მხატვრული გამოხატულებაა, რომელიც ქვეყანაში შიდა აშლილობით თუ სპარსეთისა და ოსმალეთის მომძლავრებული ექსპანსიური პოლიტიკით, ისლამურ აღმოსავლეთთან ნებით თუ უნებლიეთ გააქტიურებული კულტურული ურთიერთობებითაა მნიშვნელოვანწილად განპირობებული. სწორედ ამიტომ, ამ მხატვრულიnმოვლენის უკეთ გასააზრებლად აუცილებლად გასათვალისწინებელია თანადროული ზოგადისტორიული კონტექსტი. საკითხის განხილვისას არანაკლებ დატვირთვას იძენს დამკვეთის
პიროვნება. ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი მასალის დიდი ნაწილი ისტორიულ სამცხეს და ათაბაგთა სახლეულს უკავშირდება დადასტურებულად, ხოლო რამდენიმე ნიმუში მხატვრულ – სტილური თვალსაზრისით ექცევა ამავე არეალში. თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლიერი ფეოდალური სახლის წარმომადგენლების როლი კი თანადროული საქართველოს ისტორიაში სადღეისოდ კითხვებს არ აჩენს. მათი პოლიტიკური ამბიციები და ფართოდ გაშლილი კულტურული საქმიანობა ერთმანეთს მჭიდროდ ერწმყის და ეს ყოველივე ამ ხელნაწერების მხატვრულ გაფორმებაში თვალსაჩინოდ აირეკლება.
XV-XVI საუკუნეების ჯაყელების სახლეულის დაკვეთით გადაწერილ – მოხატული საეკლესიო ხელნაწერების ამ ჯგუფის მხატვრობაში სპარსული და ოსმალური ორნამენტული ფორმების გაჩენა/დამკვიდრების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სიღრმისეულად გააზრება მნიშვნელოვნად ავსებს დღეისთვის არსებულ სამეცნიერო ცოდნას იმ ხანად ქართულ საეკლესიო მინიატურასა და, ზოგადად ქართულ სახვით ხელოვნებაში მიმდინარე მხატვრულ მხატვრულ-კულტურული პროცესებს შესახებ.

131. თამარ ოთხმეზური- “იოანე სინელის „კლემაქსი“ ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში.” 12 თებერვალი. 2020 წელი

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა კორნელი კეკელიძის სახელობის რიგით 131-ე სემინარი. მოხსენება წაიკითხა, თამარ ოთხმეზურმა, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპაარტამენტის ხელმძღვანელმა, თემაზე – “იოანე სინელის „კლემაქსი“ ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში.” შუა საუკუნეების ქართულ მწიგნობრულ ტრადიციაში დასტურდება არაერთი შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე თხზულება რამდენჯერმეა ნათარგმნი ქართულად. თუმცა არცერთ ტექსტს არ დაუმსახურებია ქართველთა იმგვარი ყურადღება, როგორიც იოანე სინელის „კლემაქსს“. VIII-IX საუკუნეებიდან მოყოლებული XVIII საუკუმენდე ქართულად ამ თხზულების ექვსი ვერსიაა შექმნილი. ქართულად „კლემაქსი“ სამჯერაა ნათარგმნი. პირველი თარგმანი შესრულებულია VIII-IX საუკუნეებში არაბულიდან, სავარუდოდ, საბაწმინდის მონასტერში; მეორედ „კლემაქსი“ თარგმნა ექვთიმე მთაწმინდელმა მე-10 საუკუნის ბოლო მეოთხედში. მესამე თარგმანი ეკუთვნის ელინოფილური სკოლის წარმომადგენელს, პეტრე გელათელს. ქართულ ლიტერატურულ ტრადიციაში არსებობს, ასევე, „კლემაქსის“ სამი გალექსილი ვერსია. პირველი მიეწერება იოანე პეტრიწს და ეფუძნება ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანს; მეორე წარმოადგენს პეტრე გელათელის ელინოფილური თარგმანის გალექსილ ვერსიას; მესამე გალექსილი ვერსია ეკუთვნის ანტონ I კათალიკოსს და ისიც პეტრე გელათელის თარგმანს ეუძნება. მოხსენების მიზანია იოანე სინელის „კლემაქსის“ ქართული ვერსიების ზოგადი მიმოხილვა, ხელნაწერი ტრადიციის წარმოჩენა, იმ კულტურულ-ლიტერატურული კონტექსტის ჩვენება, რომელშიც ეს ვერსიები იქმნებოდა. ეს ერთგვარი მოგზაურობაა წარსულში, რომელიც მოიცავს ქართული ლიტერატურულ-მთარგმნელობითი ტრადიციის თითქმის ყველა ეტაპს – წინაათონურ ეპოქას, ათონისა და გელათის მთარგმნელობით სკოლებს, ანტონ I-ის მოღვაწეობას.

130. ექვთიმე კოჭლამაზაშვილი-“ევაგრე პონტოელის De Oratione”. 18 დეკემბერი. 2019 წელი.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა კეკელიძის სახელობის რიგით 130-ე სამეცნიერო სემინარი. ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა, სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა მოხსენება წაიკითხა თემაზე ევაგრე პონტოელის De Oratione, როგორც წყარო ერთი ფსევდოეპიგრაფიკული თხზულებისა.

129. თეა ქართველიშვილი– “დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ”. 17 დეკემბერი. 2019 წელი.

სემინარზე განხილული თემა მომზადდა პროექტის „დოკუმენტური წყაროები (სიგელები, ეპიგრაფიკული ძეგლები, ხელნაწერთა კოლოფონები) XVII საუკუნის I ნახევრის (1600-1662) ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ (წყაროების პუბლიკაცია და გამოკვლევა)“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

128. თამარ ოთხმეზური- “„კნინოდენითა გემოჲსხილვითა გიჩუენოთ გემოჲ მდინარისა დიდისა“. 13 დეკემბერი. 2019 წელი.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდება კეკელიძის სახელობის სამეცნიერო სემინარი.
მოხსენებას წაიკითხავს თამარ ოთხმეზური, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპაარტამენტის ხელმძღვანელი, თემაზე – „კნინოდენითა გემოჲსხილვითა გიჩუენოთ გემოჲ მდინარისა დიდისა“: ანტიოქიის რეგიონის ქართული მწიგნობრული პროცესების რეკონსტრუქციისათვის.
სემინარი ეძღვნება ცნობილი ქართველი მეცნიერის, ელენე მეტრეველის ხსოვნას.
მოხსენებაში განხილულია ანტიოქიური წარმომავლობის ხელნაწერები. წარმოჩენილია მათი სპეციფიკა, ის თავისებურებები, რომლებითაც გიორგისეული და ეფრემისეული ეპოქების ხელნაწერები სხვაობენ ერთმანეთისაგან როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმით – კოდიკოლოგიურ-პალეოგრაფიული თვალსაზრისით. გამოკვეთილია ის გარდატეხა, რომელიც მოხდა ქართულ ხელნაწერში ამ ეპოქათა მიჯნაზე და ნაჩვენებია, თუ რა სიახლე შეიტანა ელინოფილიზმმა ქართული ხელნაწერის განვითარებასა და ახალი ტიპის ქართველი მკითხველის ჩამოყალიბებაში.

127.ექვთიმე კოჭლამაზაშვილი-“ევაგრე პონტოელის ՚Αντιρρητικός-ის ქართულ-სირიული ვერსიების ურთიერთმიმართებისათვის”. 20 ნოემბერი.2019 წელი.

126. მაია მაჭავარიან – „წმინდა დიმიტრი თესალონიკელის სასწაულები ქართულ მწერლობაში“. 12 ივნისი. 2019 წელი.

მოხსენება მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მასში განიხილება წმ.დიმიტრის სასწაულების ქართული ვერსია, რომელიც ქართულად თარგმნა X-XI საუკუნეების დიდმა ქართველმა მოღვაწემ, ექვთიმე მთაწმიდელმა. საგულისხმოა, რომ ექვთიმეს თარგმანში დაცული სასწაულების ტექსტი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვენთვის ცნობილი ბერძნული თუ ლათინური წყაროებისაგან, რამდენიმე სასწაული ამოღებულია, დანარჩენი – მნიშვნელოვნად შემოკლებული და გადასხვაფერებული. ამასთანავე, მოხსენებაში განიხილება წმ. დიმიტრის შესახებ არსებული თხზულებების (წამება, შესხმა, სასწაულები) ქართულ თარგმანებში შეტანილი სასწაულები, რომლებიც არ დასტურდება დღეისათვის ცნობილ ბერძნულ წყაროებში.
მიუხედავად მასალის სიმრავლისა, წმ. დიმიტრი თესალონიკელთან დაკავშირებით მრავალი საკითხი დღესაც საკამათო და გადაუწყვეტელია. ეს ეხება როგორც წმ.დიმიტრის ნაწილებთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, ასევე მის წარმომავლობას, მის სასწაულებში დაცულ ისტორიულ ინფორმაციას და სხვა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც რომ წმ. დიმიტრისთან დაკავშირებული თხზულებების შემცველი ხელნაწერები შედარებით გვიანდელია, მაგალითად სასწაულების შემცველი უადრესი ბერძნული ხელნაწერი თარიღდება IX საუკუნით, ამიტომ ამ თვალსაზრისით საინტერესო და მნიშვნელოვანია წმ. დიმიტრისთან დაკავშირებული თხზულებების ქართული ვერსიების შესწავლა.
სასწაულების ექვთიმესეული ვერსიის შესწავლა იძლევა მეტად საყურადღებო ინფორმაციას წმ.დიმიტრის კულტის ჩამოყალიბების ისტორიისათვის არა მხოლოდ ქართულ, არამედ ბერძნულ ქრისტიანულ სამყაროშიც.

125. მაია რაფავა -„გრიგოლ ნაზიანზელის ორი ჰომილიის გრიგოლ ოშკელისეული თარგმანების რედაქციულობის საკითხისათვის“. 5 ივნისი. 2019 წელი

წარმოდგენილი მოხსენება ნაწილია იმ კვლევისა, რომელიც მიმდინარეობს საერთაშორისო პროექტით, გამოჩენილი ბიზანტიელი მწერლისა და თეოლოგის, გრიგოლ ნაზიანზელის (IV საუკუნე) ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლის მიზნით.
გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა აღმოსავლურ თარგმანებს შორის ქართულ თარგმანებს უცილობელი როლი ენიჭება ამ ავტორის მემკვიდრეობის შესწავლისათვის.
მათ შორის გამორჩეულია ნაზიანზელის ორი ჰომილიის (Or 7 და Or 27) გრიგოლ ოშკელისეული თარგმანები, რომლებიც განსხვავებით ყველა სხვა ქართული თარგმანისაგან შესრულებულია არა ბერძნულიდან, არამედ სომხური ენიდან.
გრიგოლ ოშკელის თარგმანების ტექსტოლოგიურ-ფილოლოგიური შესწავლის შედეგად გამოვლინდა ისეთი მონაცემები, რომლებიც განსხვავდებიან დღეს ცნობილი ყველა (ბერძნული თუ სომხური) ტექსტისაგან. ამ მონაცემების გათვალისიწინებით შესაძლებელი ხდება დავასკვნათ, რომ ოშკელის თარგმანები დღეს ცნობილი ტექსტისაგან განსხვავებულ რედაქციას წარმოადგენენ.

124. კახა შჩერბაკოვი – „ანასტასი სინელის სახელით ცნობილი ერთი “კითხვა-მიგების“ ექვთიმე მთაწმინდელისეული სამი რედაქციის შესახებ“. 25 აპრილი, 2019 წ.

მოხსენება მიზნად ისახავს ექვთიმე მთაწმინდელის მთარგმნელობითი პრინციპებისა და მეთოდების ჩვენებას კონკრეტულად ერთი “კითხვა-მიგების“ სამი ქართული რედაქციის განხილვის მაგალითზე. წარმოდგენილი “კითხვა-მიგება“, რომელიც ბიზანტიურ მწერლობაში ანასტასი სინელის, ანტიოქიის პატრიარქის, სახელითაა ცნობილი, არაერთ ზნეობრივ-მორალურ, ლიტურგიკულ და კანონიკურ საკითხს ეხება. როგორც ჩანს, ექვთიმე მთაწმინდელი, დაინტერესებული იყო ამ საკითხებით, რაც გამოვლინდა იმაში, რომ მან ერთი და იმავე ტექსტის სამი სხვადასხვა რედაქცია შეიმუშავა და შეიტანა თავის მიერვე თარგმნილ-კომპილირებულ სამ სხვადასხვა თხზულებაში.
კარგადაა ცნობილი ექვთიმე ათონელის გამორჩეული მთარგმნელობითი მეთოდი, რომელიც გულისხმობდა სათარგმნი თხზულებების შემოკლებას ან გავრცობას. ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც იგი ერთი კონკრეტული საეკლესიო მოძღვრის ავტორობით სხვადასხვა ავტორის “სწავლებათა“ კომპლექტებს აერთიანებს. ამგვარ შემთხვევებში ნათლად ჩანს ექვთიმე ათონელის, როგორც მთარგმნელის, ისე ღვთისმეტყველის გამორჩეულობა. მისი, როგორც მთარგმნელის, ენა მარტივია, თუმცა ურთულესი ამოცანაა იმ წყაროთა გამოვლენა და შესწავლა, რომელთაც იგი იყენებდა თხზულებათა კომპილაციურად თარგმნის დროს.
ქართველ მეცნიერთა თაობები იკვლევდა და იკვლევს ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილ თხზულებებს. დღემდე მის მიერ თარგმნილი არაერთი ნაშრომია შესწავლილი და გამოცემული. მეცნიერთა მიერ ნაჩვენებია მრავალი ისეთი მაგალითი, რომლებიც ექვთიმე ათონელის, როგორც მთარგმნელის, შესწავლაში გვეხმარება.

123. ნუგზარ პაპუაშვილი -ერთი დოკუმენტი ბაგრატიონთა ტახტის აღდგენის მცდელობაზე გერმანიაში მოძიებულ სხვა მასალებთან ერთად (ძმები ათაბაგები კონსტანტინოპოლში და ქართველი ბაგრატიონები დასავლეთ ევროპაში). 4 აპრილი 2019 წ.

ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა მემკვიდრეები ბავარიაში პრივატულად ისეთ წერილობით დოკუმენტებს ინახავენ, რომელთა მეცნიერული მნიშვნელობა თვალსაჩინოა. ასეთია, მაგალითად, მე-20 საუკუნის 40-50-იანი წლების გერმანიის ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარის გიორგი მაღალოვის (მაღალაშვილის) არქივი; დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალურად გამოიყურება საქართველოს სამეფო გვარის გენეალოგიური ტაბულა ერეკლე II-იდან 1942 წლამდე. დოკუმენტი დაბეჭდილია ბერლინში. ახლავს მოწოდება, თავად სვიმონ ციციშვილის ხელმოწერით, რომელშიც აღნიშნულია ძალების საყოველთაო მობილიზაციის აუცილებლობა ბაგრატიონთა სამეფო ტახტის აღდგენისა და ახალ პოლიტიკურ ქარტეხილებში საქართველოს გადარჩენის მიზნით.

121. ირინა გოგონაია -„საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და სამეცნიერო კონფერენცია“. 7 მარტი 2019

120. თამაზ გოგოლაძე -„ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი“. 3 მაისი 2017

119. გულიკო მჭედლიძე – ერთი ისტორიული დოკუმენტი კალისტრატე ცინცაძის პირადი არქივიდან (ნახარებოუს მონასტრის შეწირულობის გუჯარი) – 1 მარტი 2017

118. ექვთიმე კოჭლამაზაშვილი -ძლისპირის მიხედვით გამართული თავედი ალიტერაცია გიორგი მთაწმიდელის “პარაკლიტონის” საგალობლებში. – 1 ივნისი 2016

გამოჩენილი სასულიერო მოღვაწის, მეცნიერისა და კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის პირად არქივში დაცულია „ნახარებოუს მონასტრის გუჯარი“. ეს დოკუმენტი 1801 წელს შეადგინა ანტონ ჭყონდიდელმა. აღნიშნული გუჯარი კი ნახარებოუს მონასტერში არსებული დედნიდან გადმოწერა მღვდელმა ბართლომე ოსიძემ. დედანი (ორიგინალი) ჩვენამდე მოღწეული არ არის. უცნობია როგორ მოხვდა ეს დოკუმენტი კალისტრატე ცინცაძის პირად არქივში.
1912 წელს, აღნიშნული გუჯარი თეოფინე ხუსკივაძემ გამოაქვეყნა გაზეთ „კოლხიდაში“ (№39, 40) და მას „ანტონ ჭყონდიდელის ანდერძი“ უწოდა. დღესაც, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნული დოკუმენტი ანდერძის სახელით არის ცნობილი. ეს გუჯარი წარმოადგენს არა ანდერძს, არამედ ნახარებოუს მონასტრისთვის ანტონ ჭყონდიდელის მიერ ბოძებულ შეწირულობის გუჯარს.
ნაშრომში წარმოდგენილია ნახარებოუს მონასტრის ისტორიაც და ანტონ ჭყონდიდელის ბიოგრაფიაც. ნაჩვენებია ის დიდი ღვაწლიც, რაც ანტონ ჭყონდიდელს მიუძღვის ამ მონასტრის ხელახლა აშენებასა და გაძლიერებაში. დაწვრილებით არის განხილული ის მრავალფეროვანი შეწირულობა, რომელიც ანტონ ჭყონდიდელმა უბოძა აღნიშნულ მონასტერს.
ანტონ ჭყონდიდელის მიერ ნახარებოუს მონასტრისათვის მიცემული შეწირულობის გუჯარი მრავალმხრივი, საინტერესო ინფორმაციის შემცველი, სანდო ისტორიული წყაროა, რომელსაც დიდი დახმარების გაწევა შეუძლია არამარტო მონასტრის ისტორიის კვლევაში, არამედ სამეგრელოს სოციალ-ეკონომიკური და კულტურის ისტორიის შესწავლაში.
ეს ნაშრომი პირველი ცდაა ამ დოკუმენტის მეცნიერული შესწავლისა.

117. სემინარი -თემო ჯოჯუა, ირაკლი გელაშვილი და თამაზ გოგოლაძე,შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (FR/411/1-10/14) “ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი”-ის პირველი წლის შედეგების პრეზენტაცია. – 27 აპრილი 2016

116. ნესტან ჩხიკვაძე და ლელა შათირიშვილი,რამდენიმე შესწორება ტაო-კლარჯულ ხელნაწერთა მონაცემებთან დაავშირებით – 6 აპრილი 2016

115. გიორგი მაჭარაშვილი, ქართული ეროვნული სიმბოლიკის კვლევის პრობლემური და აქტუალური საკითხები – 10 თებერვალი 2016

114. პელაგია წერეთლისეული ვეფხისტყაოსანი და აკაკი – ლია კიკნაძის ლექცია 16 დეკემბერი 2015

113 . დამანა მელიქიშვილი, მაია რაფავა და ნათია მიროტაძე,პროკლე დიადოხოსი, „კავშირნი ღმრთისმეტყველებითნი“, იოანე პეტრიწის თარგმანი და „განმარტება“ (H-#1337 ხელნაწერის კრიტიკული და ფაქსიმილური გამოცემა), ქართული და სომხური ტექსტების ელექტრო ვერსიის პრეზენტაცია – 21 ოქტომბერი – 2015

112. ლია ქაროსანიძე, ბგერათა კლასიფიკაცია დიონისე თრაკიელის „გრამატიკის ხელოვნების“ კომენტარების მიხედვით – 18 მარტი 2015

111. ია ახვლედიანი, სპეკალები და მათი იმიტაციები უძველესი ქართული ხელნაწერების მოჭედილ ყდებზე – 10 დეკემბერი 2014

110. მარია კრისტინა პასერი,პროექტი „უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა (XI-XIII საუკუნეების ქართული ხელნაწერები)“: შესრულებული სამუშაოს წინასწარი ანგარიში; თამარ დვალიშვილი, ასმათ გვაზავა, უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკის პროექტის ფარგლებში სამუშაოს შესახებ – 13 ნოემბერი 2014

109. დამანა მელიქიშვილი, H 1337-ის ფაქსიმილური გამოცემის წინასწარი ელექტრონული ვერსია და გამოცემასთან დაკავშირებული საკითხები – 6 ნოემბერი 2014

108. ია ახვლედიანი და მარია კრისტინა პასერი,ხელსაწყოები სპეკალთა იდენტიფიკაციისათვის სამუზეუმო არტეფაქტების შემთხვევაში. პრეცედენტები“; „კვლევის მეთოდები და მოწყობილობები უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკის პროექტის ფარგლებში – 5 ნოემბერი 2014

107. ვლადიმერ კეკელია, რამდენიმე დაკვირვება ანისის ქართულ წარწერებზე – 9 ივლისი 2014

106 . ზურაბ ღავთაძე, დაბრუნება ცენტრებიდან პერიფერიებში და კულტურული საზოგადოების ძალა ევროპაში – 2 ივლისი 2014

105 . თემო ჯოჯუა, XV-XVIII საუკუნეების ხელნაწერი კრებულის (H-375) შედგენილობაში გამოვლენილი XV საუკუნის ორი ხელნაწერი წიგნი – ტაოს უცნობი ერისთავის გიორგი კავკასიძის (1535-1545 წწ.) ფეოდალური სახლის კუთვნილი მარხვანი (H-375ა) და უცნობი იშხნელი ეპისკოპოსის ჯერასიმეს დაკვეთით იშხანში გადაწერილი ზატიკი (H-375ბ) – 1 ივლისი 2014

104. ქეთრინ ვეისტი, ანთროპოლოგია და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კვლევები – 25 ივნისი 2014

103. თამაზ გოგოლაძე, ნინო ხარშილაძე, საარქივო და ეპიგრაფიკული მასალები სადგერის, ჩითახევისა და ფოთოლეთის ეკლესია-მონასტრების შესახებ – 11 ივნისი 2014

102. თამარ აბულაძე, ნესტან ჩხიკვაძე, ლია სამყურაშვილი, ასტრონომიული ხელნაწერების საქართველოში (პროექტის განხორციელების შედეგები) – 31 მარტი 2014

100. ლია კიკნაძე, წმ. ბარლაამის ქართველთა მონასტერი და მისი წინამძღვარი ანტონ ლიპარიტყოფილი – 12 მარტი 2014

99 . ელენე მაჭავარიანი, ხელნაწერი წიგნის ფასი – 19 თებერვალი 2014

98. შორენა მურუსიძე, ვლადიმერ კეკელია, ტრენინგი: “ხელნაწერები და არქეოლოგიური გათხრები” (ანგარიში) – 12 თებერვალი 2014

97. ია გაჩეჩილაძე, ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილი – ადვოკატი და საზოგადო მოღვაწე – 11 დეკემბერი 2013

96. შალვა გლოველი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ანგარიში (2008-2013 წწ.) – 27 ნოემბერი 2013

95. მაია რაფავა, პროკლე დიადოხოსის „თეოლოგიის საფუძვლებისა“და იოანე პეტრიწის„განმარტებათა“სომხურ თარგმანთან დაკავშირებული საკითხები– 6 ნოემბერი 2013

94. ზაზა ალექსიძე, ბიზანტიის იმპერიის კიდევ ერთი დიდი მოხელე და მისი საგვარეულო – 16 ოქტომბერი 2013

93. ბუბა კუდავა, მოგზაურობა ათონის მთაზე – 5 ივნისი, 2013

92. ირინა გოგონაია, ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული დამწერლობა“: 2012 წლის ანგარიში და განვითარების პერსპექტივები – 15 მაისი 2013

91.ნათია მიროტაძე, ტექსტის სტილი და თარგმანის ტექნიკა (ესთერის წიგნის ოშკური ვერსიის მაგალითზე) – 8 მაისი 2013

90. ლელა გოცირიძე, „მცირე ლოცვანი“, ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ, 24 აპრილი 2013

89. თეონა გელაშვილი, რომანოზ მიტროპოლიტი – დავით გარეჯელის ცხოვრება – 20

88. ბუბა კუდავა, იშხნის ციხე (ახალი მასალა ტაო-კლარჯეთის ისტორიული გეოგრაფიისათვის) – 13 თებერვალი 2013

ქართლის ცხოვრების ცნობიდან ჩანს, რომ სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო პუნქტთან _ იშხნის საეპისკოპოსო ტაძართან უწინ ციხეც ყოფილა. დემეტრე თავდადებულმა ურდოში წასვლის წინ თავის დიდებულებს შვილები მიაბარა:შევედრნა შვილნი მისნი და წარგზავნა რომელნიმე მთიულეთს და რომელნიმე _ კახეთს. ხოლო ყრმა მცირე გიორგი წარგზავნა ტაოს, იშხანის ციხესა, ასპარაშენს, და თ¢თ წარვიდეს ურდოსა.~
სამწუხაროა, რომ ამ გამორჩეული ციხის შესახებ წყაროებში სხვა აღარაფერი გვაქვს. წყაროთა სიმწირეს ისიც დაერთო, რომ მხოლოდ ამ შემთხვევის წყალობით ცნობილი ციხე ისე `მიიკარგა~, რომ მას ვერცერთმა მკვლევარმა ვერ მიაგნო.
ექვთიმე თაყაიშვილი და ვახტანგ ჯობაძე იშხნის ტაძარზე საუბრისას ციხეს მხოლოდ გაკვრით ახსენებენ. ივანე ჯავახიშვილის რედაქციით გამოცემულ რუკაზე, აგრეთვე სხვა თანამედროვე რუკებზე იშხნის სიახლოვეს პირობითად ციხის აღმნიშვნელი ნიშანიც არის დასმული, თუმცა ციხის კონკრეტული მდებარეობა მაინც უცნობი რჩებოდა მეცნიერთათვის.
იშხნის ციხის ლოკალიზება სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრის ექსპედიციებისას, 2005, 2010 და 2011 წლებში ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ.
2012 წელს კი ძიება უკვე წარმატებით დასრულდა. ექსპედიციის წევრებმა (გელა გუნიავა, გრიგოლ კობიაშვილი, ბუბა კუდავა, რამაზ ობოლაძე, ოქროპირ ჯიქური) შევძელით ციხის ლოკალიზება და ზოგადი აღწერილობის გაკეთება. მოხსენების მიზანია ამ აღმოჩენის შესახებ წინასწარი ანგარიშის გაკეთება.

87. ანა ხარანაული, ბიბლიის ხელნაწერების კვალდაკვალ – წმინდა წერილის ტექსტის ისტორიის ძიებაში- 6 თებერვალი 2013

მოხსენების მიზანი იქნება გაჰყვეს ქართული ხელნაწერების კვალს და მათ ფონზე, უკვე ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ზოგადად, სილუეტურად წარმოადგინოს:

  1. ქართული მწიგნობრული კერების, ბიბლიოთეკებისა და სკრიპტორიუმების ისტორია;
  2. ქართული ხელნაწერი წიგნის განვითარების ისტორია,
  3. ქართული ბიბლიის თარგმნისა და მისი ტექსტის ისტორია

86. ნათია მიროტაძე, სოტბის აუქციონზე გაყიდული ქართული ხელნაწერის ერთი ფურცლის რაობისათვის- 17 იანვარი 2013

2012 წლის 12 ივლისს ლონდონში, სოტბის აუქციონზე, გამოიტანეს 60 სხვადასხვაენოვანი ხელნაწერის ფრაგმენტისაგან შემდგარი კოლექცია, სახელწოდებით: დამწერლობის ისტორია _ 60 მნიშვნელოვანი ხელნაწერი ფურცელი მარტინ შოენის კოლექციიდან (თჰე Hისტორყ ოფ შცრიპტ: შიხტყ Iმპორტანტ Mანუსცრიპტ Lეავეს ფრომ ტჰე შცჰøყენ ჩოლლეცტიონ). ამ ფრაგმენტთა შორის არის ქართული ხელნაწერის მე-11 საუკუნით დათარიღებული ნუსხურით ნაწერი ერთი ფურცელიც (MMს 1955). ის 4 375 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა (მყიდველი უცნობია).
მოხსენებაში ვისაუბრებთ ტექსტის რაობაზე, ასევე წარმოვადგენთ ფრაგმენტის პალეოგრაფიულ და ენობრივ ორთოგრაფიულ თავისებურებებს.

85. ჰიროტაკე მაედა, ფაზლის ქრონიკა და საქართველო: გიორგი სააკაძის აჯანყება ირანელი ავტორის თვალით – 9 ნოემბერი 2013

84. დალი ჩიტუნაშვილი, სომხეთის ქართული ძეგლები (საინფორმაციო მოხსენება) – 27 ივნისი 2012

მოხსენებაში წარმოდგენილია 2012 წლის ექსპედიციის შედეგები და ფოტომასალა სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესია-მონასტრებისა (თეჟარუიქი, კოში, ქობერი, ჰნევანქი) და იქ დაცული ქართული ეპიგრაფიკული მასალის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. უკვე ცნობილი და გამოქვეყნებული წარწერების გარდა მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება ფართო სამეცნიერო წრეებისთვის დღემდე უცნობი ეპიგრაფიკული მასალა.

83. თემო ჯოჯუა, ქუთათელი მთავარეპისკოპოსის ანტონ II საღირისძის (1183/1184 – 1190-იანი წწ.) დაკვეთით გადაწერილი ოთხთავი (H-325)და მისი ანდერძები (კოდიკოლოგიურ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი) – 20 ივნისი 2012

ქუთათელი მთავარეპისკოპოსი ანტონ II საღირისძე XII საუკუნის II ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასულიერო მოღვაწეა. ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, იგი სამ წერილობით ძეგლში: ტბეთის ოთხთავის (1161 წ.) ანდერძსა და მეფე თამარის ე. წ. I და II ისტორიკოსების თხზულებებში (XIII ს.) ოთხჯერ არის მოხსენიებული.
დასახელებული წერილობითი ძეგლების ანალიზის საფუძველზე, ირკვევა, რომ ანტონ II დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ არისტოკრატულ საგვარეულოს, საღირისძეთა ფეოდალურ სახლს ეკუთვნოდა. 1161 წლისათვის იგი ოპიზის მონასტრის წინამძღვარი იყო, ხოლო 1183-1184 წლებში მან ქუთათელი მთავარეპისკოპოსის საყდარი დაიკავა. 1184 წელს ანტონ II საღირისძემ უშუალო მონაწილეობა მიიღო საქართველოს მეფის თამარის კორონაციაში და რაჭა-თაკვერის ერისთავთან კახაბერთან ერთად, საკუთარი ხელით დაადგა სამეფო გვირგვინი თამარს. 1185 წელს ანტონ II საღირისძე, ქართლის კათოლიკოს-ყოფილ ნიკოლოზ I გულაბერისძესთან ერთად, მეფე თამარის ინიციატივით მოწვეულ საეკლესიო კრებას ხელმძღვანელობდა. კრებამ შელახული საეკლესიო წესები გამართა, თუმცა მთავარ მიზანს ვერ მიაღწია და ქართლის კათოლიკოსის მიქაელ IV მირიანისძის გადაყენება ვერ მოახერხა. 1191 წელს, მეფე თამარის წინააღმდეგ მოწყობილი დიდი ფეოდალური აჯანყების დროს, ანტონ II საღირისძემ სამეფო კარის მიმართ უდიდესი ერთგულება გამოიჩინა. იგი დასავლეთ საქართველოს დიდ ფეოდალებსა და საეკლესიო იერარქებს შორის ერთადერთი იყო, ვინც მეფე-ყოფილ გიორგი ბოგოლუბსკის არ მიემხრო და მეფე თამარის ერთგული დარჩა. ამ აჯანყების დროს ანტონ II საღირისძე, რომელიც სამეფო კარის დავალებით, მოლაპარაკებებს მართავდა აჯანყებულებთან, დაჭრეს კიდეც.

წარმოდგენილ მოხსენებაში დადგენილია, რომ ქუთათელი მთავარეპისკოპოსი ანტონ II საღირისძე, ზემოთ ნახსენები სამი წერილობითი ძეგლის გარდა, კიდევ სამ წერილობით ძეგლში – ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ეტრატის ოთხთავის (HH-325) სამი ანდერძის ტექსტშიც არის მოხსენიებული. მოხსენებაში, ანდერძების ანალიზის საფუძველზე, გარკვეულია, რომ ოთხთავი სწორედ ანტონ II საღირისძის დაკვეთით, ქუთაისის საეპისკოპოსო საყდრისშვილის კლემენტოსის მიერ, 1183/1184 – 1190-იან წლებში იყო გადაწერილი. მოხსენებაში დადგენილია ისიც, რომ ოთხთავი ანტონ II საღირისძის საკუთრებას წარმოადგენდა.
მიღებული დასკვნებიდან ირკვევა, რომ განსახილავი ოთხთავი დღეისათვის ცნობილი ერთადერთი მემორიალური ნივთია, რომელიც მეფე თამარის ეპოქის უდიდესი ისტორიული მოღვაწის – ქუთათელი მთავარეპისკოპოსის ანტონ II საღირისძის სახელთან უშუალოდაა დაკავშირებული. აღნიშნული ფაქტი ამ ისედაც ძვირფასი ხელნაწერი წიგნის ზოგად-კულტურულ მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად ზრდის და მას ფასდაუდებელ ისტორიულ რელიქვიად აქცევს.

82. ირინა გოგონაია, ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული დამწერლობა“: 2011 წლის ანგარიში და განვითარების პერსპექტივები – 15 ივნისი 2012

• 2011 წელს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ანგარიშს;
• სკოლის მსმენელების მიერ შევსებული კითხვარების დამუშავების შედეგებს, რის საფუძველზე შედგენილ იქნა სკოლის პროგრამით გათვალისწინებული ლექციებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების რეიტინგული სია;
• 2012 წლის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის პროგრამას.

81.დარეჯან გოგაშვილი, ლაჰილის ეკლესიაში დაცული ჭედური ყდის იდენტიფიკაციისათვის – 30 მაისი 2012

80. ამირან მაკარაძე, UNESCO-ს პროგრამა “მსოფლიო მეხსიერების” ექსპერტთა შეხვედრა (ვარშავა, 2012 წლის 8-10 მაისი) – 23 მაისი 2012

79. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და ეკა დუღაშვილი, კ. ხიოსზე დაცული პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონის ქართულ-ბერძნული ხელნაწერი (სამეცნიერო მივლინების მოკლე ანგარიში) – 17 მაისი 2012

78. ბუბა კუდავა, პაატა ნაცვლიშვილი, გოჩა საითიძე, თამარ და აკაკი პაპავების არქივი და ბიბლიოთეკა (არგენტინაში მივლინების ანგარიში) – 16 მაისი 2012

77. თემო ჯოჯუა, XVI საუკუნის I ნახევარში ალასტნის ჭალთა წმ. გიორგის მონასტერში გადაწერილი მეტაფრასი (A-613//H-5226) და მისი ანდერძ-მინაწერები (მასალები ჯავახეთის სამწიგნობრე კერების ისტორიისათვის) – 4 აპრილი 2012

76. ბუბა კუდავა, თემურ ხუციშვილი, ეპიგრაფიკული მასალა ექვთიმე თაყაიშვილის საარქივო ფონდიდან და შატბერდის ლოკალიზაციის პრობლემა, 29 თებერვალი 2012

75. დავით შენგელია, „ჩემში ასე ეწერა, სჯობს კი ესე“, 15 თებერვალი 2012.

74. დავით შენგელია, „ჩემში ასე ეწერა, სჯობს კი ესე“, 15 თებერვალი 2012.

73. ლილი ხევსურიანი, გიორგი მთაწმინდელის ერთი შენიშვნა „ქართული ავაჯის“ შესახებ, 3 თებერვალი 2012.

72. ბუბა კუდავა, გრიგოლ გაგნიძე, ირანის ეროვნული ბიბლიოთეკა და არქივები (მივლინების ანგარიში), 27 დეკმბერი 2011

71. ლია კიკნაძე, ნათელა ვაჩნაძე, ნათარგმნი ჰაგიოგრაფიის გვიანდელი ძეგლი ათონიდან, 14 დეკემბერი 2011

70. დავით ჩანადირი, უცნობი ქართული ხელნაწერები ბრიტანეთის წიგნთსაცავებში, 9 ნოემბერი 2011

69. ასმათ გვაზავა, თამარ დვალიშვილი, ნანა კოპალეიშვილი, სოფიო ცერცვაძე და იზოლდა ჯიქიძე, 2010-2011 წლებში რესტავრაცია-კოსერვაციის ლაბორატორიაში ჩატარებული სამუშაოები, 2 ნოემბერი 2011

68. ანდრეა პატაკი-ჰანდტი, ანდრეა ჯიოვანნი, მაგდალენა ლიედკე, „მოქვის სახარება – მდგომარეობა და სამომავლო რესტავრაციის სტრატეგია“, 28 ოქტომბერი 2011

67. ირმა ბერიძე, ბუბა კუდავა, გოჩა საითიძე, ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, ანისსა და ჩანგლში (წინასწარი ანგარიში), 13 ოქტომბერი 2011.

66. ბუბა კუდავა, ანა ჭეიშვილი, საქართველო ბარონ დე ბაის ობიექტივში, 19 ივლისი 2011

65. დავით შენგელია, „გამოკრებანი წამებათანის“ დედნისათვის, 29 ივნისი 2011

64. ნიკოლოზ ჟღენტი, მთის წმ. გიორგის მონასტრის XV საუკუნის საბუთი, როგორც საისტორიო წყარო, 22 ივნისი 2011.

63. ნესტან ბაგაური, ანა ბაქანიძე, გამოფენა „ჩემი დედა ენა“ (პირველი რეგიონული გამოფენის ანგარიში), 15 ივნისი 2011

62. ნანა თარგამაძე, საბიბლიოთეკო დეპარტამენტის 2010 წლის სამეცნიერო ანგარიში; ნინო ქავთარია, ხელოვნების დეპარტამენტის ისტორიის 2010 წლის სამეცნიერო ანგარიში, 8 ივნისი 2011

61. ქეთევან ასათიანი, საფონდო სამუშაოები ქართულ ხელნაწერთა საცავში, 1 ივნისი 2011

60. ვერნერ ზაიპტი, ბიზანტიის იმპერია საქართველოს წინაარმდეგ X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნეში, 25 მაისი 2011

59. ვერნერ ზაიპტი, ნოტიცია დიგნიტატუმი და მისი ილუსტრაციები, როგორც წყარო საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ისტორიისათვის, 24 მაისი 2011

58. შალვა გლოველი, ფონდების მართვის დეპარტამენტის 2010 წლის სამეცნიერო ანგარიში, 18 მაისი 2011

57.გიორგი მაჭარაშვილი, ქართველი ერის წარმოშობის საკითხი პატრისტიკული წყაროების შუქზე, 11 მაისი 2011.

56. ბუბა კუდავა, ბედიის ბარძიმის დაკარგული ფეხი საუკუნის შემდეგ, 29 აპრილი 2011

55. ლელა ქურდაძე, გამოფენის დაგეგმვა და განვითარება – 20 აპრილი 2011

54. გრიგოლ გაგნიძე, ანგარიში გრაცის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში ვიზიტის შესახებ – 13 აპრილი 2011

53. ვლადიმერ კეკელია, რამდენიმე შენიშვნა PAR.GEO №28 ხელნაწერის შესახებ – 6 აპრილი 2011

52. თამაზ კოჭლამაზაშვილი, ქერუბიკონის ტექსტის დაზუსტებისათვის – 30 მარტი 2011

51. ირინა გოგონაია, გამოფენისა და განათლების დეპარტამენტის 2010 წლის სამეცნიერო ანგარიში – 23 მარტი 2011

50. როსტომ კაჭახიძე, XVIII საუკუნის კალიგრაფიული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის – ანჩისხატის დეკანოზის, გრიგოლ მხატვრის ძის ალექსი მესხიშვილის მიერ მოხატული ხელნაწერები – 16 მარტი 2011

49.მზია სურგულაძე, წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო ანგარიში – 9 მარტი 2011

48. თამარ ოთხმეზური, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპარტამენტის სამეცნიერო ანგარიში – 2 მარტი 2011

47. დავით ჩანადირი, უცნობი ქართული ხელნაწერები – 23 თებერვალი 2011

46. გოჩა საითიძე, არქივთმცოდნეობის დეპარტამენტის სამეცნიერო ანგარიში – 17 თებერვალი 2011

45. ასმათ გვაზავა, თამარ დვალიშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრატორები ირანში – 29 თებერვალი 2011

44. დარეჯან გოგაშვილი, ცაიშის ოთხთავის კვლევისა და კონსერვაციის მეთოდები – 27 ოქტომბერი 2010

43. ზაზა ალექსიძე, ტაოს საეპისკოპოსო გვიანანტიკური ხანის დოკუმენტებსა და ნარატიულ წყაროებში – 18 ოქტომბერი 2010

42. ელენე მაჭავარიანი, ხელნაწერი წიგნის „მიძღვნის“, „მირთმევისა“ და „შეწირვის“ თემების ამსახველი კომპოზიციები ქართულ მოხატულ ხელნაწერებში და მათი პარალელები შუასაუკუნეების ხელოვნებაში – 14 ივლისი 2010

41. მზია სურგულაძე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ტიტულისათვის – 7 ივლისი 2010

40. ნანა თარგამაძე, ვახტანგ VI-ის პორტრეტი – 16 ივნისი 2010

39. ელენე გიუნაშვილი, სასანური ირანი და საქართველო – კულტურულ ურთიერთობათა საკითხები – 27 მაისი 2010

38. რამაზ პატარიძე, მზისა და მთვარის ქართული წელიწადი, ქართული წელთაღრიცხვა და „მრგვლოვანი-ხუცური“ ქართული ანბანი – 14 მაისი 2010

37. სოკრატ სალუქვაძე, მახარებელ ოქროპირისძე მაღალაძე, როგორც „მკურნალ“ ზაზა ციციას ძე ასპაანიძე ფანასკერტელის დაკვეთის შემსრულებელი – 28 აპრილი 2010

36. ნუგზარ პაპუაშვილი, გიორგი მთაწმინდელის რედაქციის ერთი ოთხთავი, ლაბეჭინის ტაძარი და ებრაული წესი – 21 აპრილი 2010

35. გიორგი მაჭარაშვილი, დიდი სქიზმა და საქართველო – 24 მარტი 2010

34. ნოდარ მამინაიშვილი, რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის განვითარების გეგმა – 17 მარტი 2010

33. ზაზა ალექსიძე, ბიზანტიის იმპერიის უცნობი ქართველი დიდი მოხელე და მისი საგვარეულო – 10 მარტი 2010

32. ხათუნა ბაინდურაშვილი, ირანის სახელმწიფო-რელიგიური პოლიტიკის შედეგი აღმოსავლეთ საქართველოში (1633-1750 წწ.) – 17 თებერვალი 2010

31. თამარ ოთხმეზური (თანაავტორი ქეთევან ბეზარაშვილი), ბერძნული ფრაგმენტი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციიდან – 10 თებერვალი 2010

30. ცისანა აბულაძე, სოლაღაშვილთა სათავადოს ისტორიისათვის – 27 იანვარი 2010

29. შორენა თავაძე, მიუნხენის წიგნისა და ხელნაწერის რესტავრაცია-კონსერვაციის სახელმწიფო ინსტიტუტში მივლინების შესახებ – 20 იანვარი 2010

28. ლელა შათირიშვილი -„ერთი საკვალიფიკაციო თემის შესახებ (XVII-XIX საუკუნის ქართული ვეტერინალური ხელნაწერები და შინაურ ცხოველთა მკურნალობის საკითხები)“ – 16 დეკემბერი 2009

27. ელენე ცაგარეიშვილი -„სომხურ საისტორიო წყაროებში დაცული ქართველთა ეთნიკურობისა და ქალკედონური აღმსარებლობის აღმნიშვნელი ტერმინები“ – 9 დეკემბერი 2009

26. დავით კიზირია -„ბიბლიოთეკა ლურსმულიდან ციფრულამდე“ – 2 დეკემბერი 2009

25. ლევან ურუშაძე -„ეროვნული ერთობის დარაზმულობა „თეთრი გიორგი“-ს ისტორიის წყაროები“ – 25 ნოემბერი 2009

24. ლილი ხევსურიანი -„მცირე სვინაქსარის შესწავლის საკითხისათვის“ – 18 ნოემბერი 2009

23. მაია ნინიძე -„ქართული ანბანის წარმოშობის კვლევის პერსპექტივები“ – 4 ნოემბერი 2009

22. ზაზა ალექსიძე -„გიორგი მთაწმინდელის ქართული ოთხთავის ანდერძები“ – 28 ოქტომბერი 2009

21. დავით კიზირია -„კულტურული მემკვიდრეობა და ინფორმაციული სისტემები“ – 23 სექტემბერი 2009

20. ქეთევან ასათიანი, დალი ჩიტუნაშვილი -„გიორგი მთაწმინდელის სვინაქსრის ანდერძები და ქართველ წმინდანთა ხსენებები“ – 16 ივლისი 2009

19. ტიმოთი გრუვი -„ვახტანგ VI-ის ეპოქის ქართული ხელნაწერები“ – 15 ივლისი 2009

18. დარეჯან კლდიაშვილი -„მოხატული ისტორიული დოკუმენტები საქართველოს სიძველეთსაცავებიდან“ – 8 ივლისი 2009

17. ნესტან ჩხიკვაძე -„ქართული ხელნაწერები ევროპის წიგნთსაცავებში (პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკა)“ – 8 ივლისი 2009

16. ნინო ქავთარია -„კოჩის უნივერსიტეტის (თურქეთი) აღმოსავლური ცივილიზაციების კვლევით ინსტიტუტში მივლინების ანგარიში“ – 1 ივლისი 2009

15. ვლადიმერ კეკელია -„წმინდა იაკობის ქართული მონასტერი იერუსალიმში“ – 24 ივნისი 2009

14. ბუბა კუდავა – „ქაჯთა ქალაქი რომელ არს ჰური“ – 18 ივნისი 2009

13. ქეთევან ასათიანი -„ქართულ ხელნაწერთა საცავში დაცული დაუმუშავებელი ფრაგმენტები“ – 10 ივნისი 2009

12. ეთერ ქავთარაძე -„დიმიტრი მეღვინეთუხუცესის „მოგზაურობა გორის უეზდის ხიდისთავის უჩასტკსა შინა“ – 3 ივნისი 2009

11. მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) –„კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქია“ – 13 მაისი 2009

10. ქეთევან მანია -„სასულიერო მწერლობის ძეგლების წყაროთმცოდნეობითი კვლევა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში“ – 29 აპრილი 2009

9. სოფიო ანდღულაძე – „ქართული სახელმწიფოს საზღვრების შესახებ XX საუკუნის 20-იან წლებში“ – 8 აპრილი 2009

8. გიორგი ქავთარაძე -„ტორე დელ გრეკოს ქართული ხელნაწერები“ – 1 აპრილი 2009

7. სერგო ვარდოსანიძე -„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა“ – 25 მარტი 2009

6. გოჩა საითიძე -„აჭარის გათავისუფლების უცნობი ფაქტები“ 1921 წლის მარტში – 18 მარტი 2009

5. ზურაბ ლაოშვილი -„გეოინფორმაციული ტექნოლოგიები (შესაძლებლობები, სფეროები, პერსპექტივები)“ – 4 მარტი 2009

4. გულიკო მჭედლიძე -„სოფლის სამღვდელოების სოციალური მდგომარეობა XIX საუკუნეში და „ბა“-ზე წარმოებული ძველი ქართული სახელები“ – 25 თებერვალი 2009

3. ნანა ყანჩაველი -„დაუღალავი ნიჭი (მხატვარ ქეთევან მაღალაშვილის პირადი საარქივო ფონდი)“ – 18 თებერვალი 2009

2. ეთერ ქავთარაძე -„მაქსიმე აღმსარებლის კვლევის ისტორია საქართველოში (დავით ყიფშიძე-მაქსიმე აღმსარებლის მკვლევარი)“ -11 თებერვალი 2009

1. ცისანა აბულაძე -„ორიენტალისტთა ძირითადი მიმართულებები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში“ – 4 თებერვალი 2009

მოხსენებების წარმოდგენა შესაძლებულია სამეცნიერო სფეროში მოღვაწე ნებისმიერი მსურველისათვის.

სემინარის მუშაობას კოორდინირებას უწევს ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი: ნიკოლოზ ჟღენტი

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ(995 32) 47 42 42 / 599 67 98 46
ელფოსტა: info@manuscript.ge / nzhgenti@manuscript.ac.ge