ქართული კალიგრაფია

ქართულ კალიგრაფიულ სკოლას საუკუნეების ტრადიცია აქვს. ხელით გადაწერილი წიგნი ადრეულ საუკუნეებშივე იქცა კულტურულ და ეროვნულ ფენომენად. საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ არსებულ ქართულ სამწიგნობრო კერებში საუკუნეთა განმავლობაში ინტენსიურად იქმნებოდა ქართული წიგნი. მონასტრებში მოღვაწე მწიგნობრების შემოქმედებითი ჯგუფები ქმნიდნენ რა ხელნაწერ წიგნებს, განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდნენ ქართული ანბანის გრაფიკულ მოხაზულობას, წიგნის შესამკობად გამოყენებულ მოხატულ ასოებსა და სხვა დეკორატიულ ელემენტებს.

ჩვენს რეალობაში ხელით წერის უძველესი მაღალმხატვრული ტრადიცია ნაკლებად ცნობილი და წახალისებულია. დღეს ბევრი მოზარდი ვერ ხვდება, რაში შეიძლება გამოიყენოს დახვეწილი კალიგრაფია. სწორედ ამიტომ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიაზაცის „წამი“ ორგანიზებით 2010 დან საფუძელი ჩაეყარა კონკურსს „ქართული კალიგრაფია“.

კონკურსის მიზანი:

ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის – ქართული დამწერლობის და ქართული კალიგრაფიის – პოპულარიზაცია, ხელით წერით კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.

 

მონაწილეები

 

კონკურსი ტარდება შემდეგ საკონკურსო ჯგუფებში:

 

  1. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VII – IX კლასის მოსწავლეები;
  2. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის  მოსწავლეები;
  3. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტები;
  4. სხვა ზრდასრული დაინტერესებული პირები;
  5. საზღვარგარეთ მცხოვრები დაინტერესებული პირები.

 

 

კონკურსის ჩატარების ფორმატი

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მცხოვრებ ნებისმიერ დაიტერესებულ პირს.

 

კონკურსი ტარდება სამ ეტაპად:

  • კონკურსის I ეტაპი – შესარჩევი ტური.
  • კონკურის II ეტაპი – ნახევარფინალური ტური
  • კონკურის III ეტაპი – დასკვნითი ტური

 

გამარჯვებულთა დაჯილდოვება:

  • ჟიურის შემადგენლობას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტით;
  • კონკურსის ბოლოს I, II და III ადგილზე გასული კონკურსანტები გამოვლინდებიან 5 საკონკურსო ჯგუფში. გარდა ამისა, დასახელდებიან სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები. ნომინაციებს დაადგენს ჟიური არსებული საკონკურსო მასალიდან გამომდინარე;
  • ჯილდოებს აწესებენ: კონკურსის ორგანიზატორები და სხვა მხარდამჭერი ორგანიზაციები;
  • კონკურსში მონაწილეთა მიერ შექმნილი საუკეთესო კალიგრაფიული ნიმუშების საფუძველზე ეწყობა გამოფენა.