ბიბლიოთეკა

კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბიბლიოთეკის ძირითად ფონდებში დაცულია ჰუმანიტარული მიმართულების 10935 ქართულენოვანი, 11654 რუსულენოვანი და 6496 სხვა უცხოენოვანი წიგნი. გარდა ამისა, ბიბლიოთეკაში თავმოყრილია 3096 ქართულენოვანი, 7285 რუსულენოვანი, 4000 სხვა უცხოენოვანი პერიოდული გამოცემა.

ბიბლიოთეკის კუთვნილი წიგნებისა და პერიოდული გამოცემების ძირითადი ნაწილი განთავსებულია საცავებში, ენციკლოპედიები, ლექსიკონები და საცნობარო ლიტერატურა კი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში.

ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში განთავსებულია ახალი წიგნების მუდმივმოქმედი გამოფენა, ასევე პერიოდულად ქვეყნდება მათი ანოტაციები ცენტრის ოფიციალურ facebook გვერდზე.

ბიბლიოთეკას გააჩნია გაერთიანებული კატალოგი, რომელშიც ასახულია როგორც ბიბლიოთეკის ძირითადი ფონდი, ასევე მემორიალურ მუზეუმ-კაბინეტებში დაცული ბეჭდვითი ერთეულები.

ბიბლიოთეკა ცენტრის თანამშრომლების გარდა ემსახურება გარეშე მკითხველებს, რომლებსაც ბიბლიოთეკისა და მემორიალური კაბინეტების წიგნადი ფონდით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ სამკითხველო დარბაზში.

საცავიდან გამოწერილ წიგნებს მკითხველები მიიღებენ დღის განმავლობაში ორჯერ – 1200 და 1600  საათზე.

ბიბლიოთეკასთან არსებობს ქრ. შარაშიძის სახელობის იშვიათ გამოცემათა კაბინეტი. მკითხველებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ძველნაბეჭდი ქართული კოლექციითა და სხვა რარიტეტული გამოცემებით.

იშვიათ გამოცემათა კაბინეტში დაცული წიგნადი ფონდით სარგებლობა მხოლოდ ადგილზეა შესაძლებელი.

ბიბლიოთეკითა და კაბინეტებით სარგებლობა უფასოა.

 

სამუშაო სააათები:

ორშაბათი-პარასკევი
11.00-17.30