არქივთმცოდნეობის და ელექტრონული არქივის განყოფილება

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ქვეყნის უმდიდრეს სიძველეთსაცავში, თავმოყრილი ერის ინტელექტუალური საგანძური ქართული საზოგადოებრივი აზრის მოძრაობისათვის თვალის გადევნების საშუალებას იძლევა.

საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები ამ დაწესებულებაში დაცული ფონდების განსაკუთებული უბანია.

არქივთმცოდნეობის და ელექტრონული არქივის განყოფილება შემდეგი მიმართულებებით მუშაობს:

  • დოკუმენტის შესწავლა, აღწერა, კლასიფიკაცია, საძიებლების შედგენა; არქივის მეცნიერული აღწერილობის გამოსაცემად მომზადება; დოკუმენტების პუბლიკაცია მონოგრაფიული კვლევის შედეგებთან ერთად, რაც ხელს შეუწყობს ამ მასალის სამეცნიერო მიმოქცევაში შეტანას.
  • ძველი არქივების გადამუშავება თანამედროვე შესწორებულ-შევსებულ სტანდარტთან შესაბამისობის გათვალისწინებით.
  • საარქივო საქმის პრინციპებისა და სტანდარტების ოპტიმიზაცია; პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროების ეთიკურ ფორმებზე ზრუნვა.
  • საარქივო ერთეულების მონიტორინგის პროცესში მუდმივი ჩართულობა.
  • საექსპოზიციო და საგამოფენო პროექტებში მონაწილეობა.
  • კონტაქტების დამყარება მსგავსი ტიპის სიძველეთსაცავებთან გამოცდილების ურთიერთგაცვლისა და გაზიარების მიზნით.
  • ელექტრონული მასალის დაარქივების ოპტიმალური გზების შემუშავება.
  • საზოგადო მოღვაწეთა პირადი ფონდების მონაცემთა ბაზის მომზადება.

თანამშრომლები:

 

განყოფილების უფროსი-მთავარი მეცნიერ თანამშრომელი ქავთარაძე-ყიფშიძე ეთერი
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (კოორდინატორი) გუნცაძე მანუჩარი
მთავარი  მეცნიერ-თანამშრომელი თაბუაშვილი აპოლონ
უფროსი  მეცნიერ-თანამშრომელი კეკელია ვლადიმერი
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გაჩეჩილაძე ია
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ხითარიშვილი ქეთევანი
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ბოშიშვილი ალექსანდრე
 მეცნიერ-თანამშრომელი მურუსიძე შორენა
 მეცნიერ-თანამშრომელი ჩაგელიშვილი ელენე
უფროსი სპეციალისტი აბაშიძე ნათია