”ნარკვევები ქართული ხელოვნების ისტორიიდან”

ნარკვევები ქართული ხელოვნების ისტორიიდან

 

15 ნოებერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა წიგნის „ნარკვევები ქართული ხელოვნების ისტორიიდან“ პრეზენტაცია. წიგნი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ეგიდით დაიბეჭდა შალვა ამირანაშვილის 120-ე წლისთავთან დაკავშირებით. ის წარმოადგენს ამირანაშვილის კრებულს ნარკვევებისა, რომლებიც ქრონოლოგიური პრინციპითაა დალაგებული. გამოცემაში შესულია როგორც მკვლევარის მიერ სხვადასხვა წლებში გამოქვეყნებული სტატიები, ისე ის ნარკვევები, რომლებიც გამოუცემელი დარჩა და ამაჟამად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, შალვა ამირანაშვილს პირად არქივშია დაცული. საიუბილეო გამოცემა საზოგადოებას წარუდგინა წიგნის რედაქტორმა, ზაზა სხირტლაძემ.

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2717412518315129&__xts__%5B0%5D=68.ARCwXX3m5dNz4H8C3JJwuW-81XnvOqOAQvDXk1FC51wud0K0Ayyy0j5jVB1tdubomHzeLetHJ3lDx1vF9J8-E-eHJ0m7SbJnrMfQjJuUBzfR9DNOwY7sM00oWs0K0xX5EkZOBTYFVoqK9Rw4UVtTAohNlGUJg4LVVvMgd5_QBmpELjs6bMVPsBLIjteSC302mto4j-3BfAcm6FGqD-qfSWhe7cHe2xHkRvxDABKnNt93JGo6lcEuoaj3pPmy2u9cHrQnpM3_bsN2e77Mazjnk6CNZjNZ_v-GAj0Y3Qj2KCFu0JxJSflv20HTXAR-_IYKwcVuL__qAMDHexR-c41BdYFD4hCihj6DV5_xnMuUOaHP2-vSXECBQxxx8aG0iqF7okLRcTGGLtiH48kfrsiS-xk5SEZkPVjPJXVxWujzeM4RW1QlnQxhz3_ZtaxiCKhqZHHwPOV3wBa7ntT_gX3F&__tn__=-UC-R