ცხადდება სტაჟირება

ცხადდება სტაჟირება

კორნელი კეკელიძის სახელობის  საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღებას შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:

  • დიგიტალიზაციის ლაბორატორია
  • საგამომცემლო სამსახური
  • რესტავრაცია-კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორია
  • ბიბლიოთეკა-მუზეუმის განყოფილება
  • საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილება
  • კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილება
  • არქივთმცოდნეობისა და ელექტრონული არქივის განყოფილება
  • საზოგადოებასთან  ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური

დიგიტალიზაციის ლაბორატორია – (ვაკანსიების რაოდენობა – 4)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ნებისმიერი  ფაკულტეტის  სტუდენტი

პროფესიული უნარ-ჩვევები:

კომპიუტერის საოფისე პროგრამები და Photoshop-ის საწყის დონეზე ცოდნა

საგამომცემლო სამსახური

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი (ფილოლოგი/ისტორიკოსი) – (ვაკანსიების რაოდენობა – 2)
  • Indesign და Photoshop პროგრამების ცოდნა დიზაინერ-დამკაბადონებლის პოზიციაზე – (ვაკანსიების რაოდენობა – 1)

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • შრომისმოყვარე
  • პუნქტუალური
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • მოტივირებული

რესტავრაცია-კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორია (ვაკანსიების რაოდენობა – 3)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელური
  • შრომისმოყვარე

ბიბლიოთეკა-მუზეუმის განყოფილება ( ვაკანსიების რაოდენობა – 6)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • რუსული, გერმანული ან ფრანგული  ენის ცოდნა (სავალდებულოა  ჩამოთვლილთაგან რომელიმე)
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • კარგი კალიგრაფია

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • შრომისმოყვარე
  • პუნქტუალური
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • მოტივირებული

საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილება (ვაკანსიების რაოდენობა – 3)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ჰუმანიტარული მიმართულების (ისტორია, ფილოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, უცხო ენები, განათლების მეცნიერებები და სხვ.) სტუდენტი ან კურსდამთავრებული.
  • კომპიუტერული საოფისე და საპრეზენტაციო პროგრამების ცოდნა

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • შრომისმოყვარე
  • პუნქტუალური
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • მოტივირებული

კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილება (ვაკანსიების რაოდენობა – 1)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ფილოლოგიური მიმართულების სტუდენტი ან კუსდამთავრებული
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური ან გერმანული ენების ცოდნა (სავალდებულოა  ჩამოთვლილთაგან რომელიმე ) შრომისმოყვარე

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • შრომისმოყვარე
  • პუნქტუალური
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • მოტივირებული

არქივთმცოდნეობისა და ელექტრონული არქივის განყოფილება (ვაკანსიების რაოდენობა – 2)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ჰუმანიტარული მიმართულების (ისტორია, ფილოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, უცხო ენები, განათლების მეცნიერებები და სხვ.) სტუდენტი ან კურსდამთავრებულ
  • სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • შრომისმოყვარე
  • პუნქტუალური
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • მოტივირებული

საზოგადოებასთან  ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური (ვაკანსიების რაოდენობა – 3)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: word, power point, Photoshop (სასურველია).
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • სოციალურ ქსელებთან (Facebook, Instagram, YouTube) მუშაობის გამოცდილება

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა
  • პუნქტუალური
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • მოტივირებული
  • შრომისმოყვარე

სტაჟიორთა შერჩევა კონკურსის წესით ხორციელდება.

სტაჟირების სრული კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს  ეძლევათ სერთიფიკატი.

სტაჟირების კანდიდატმა  უნდა  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადი განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე  განცხადების ფორმა
  • ავტობიოგრაფია CV;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კურსდამთავრებულისათვის დიპლომის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან; სტუდენტისათვის ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან);
  • ორი ფოტოსურათი (3×4).
  • სამოტივაციო წერილი

სტაჟიორთა კანდიდატების მიღება მოხდება ორ ეტაპად:

  1. პირველი ეტაპი-სტაჟირების კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილისა და  CV-ს საფუძველზე;
  2. მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას სტაჟირების კომისიის წინაშე.

საბუთების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე: exb.edu@manuscript.ac.ge ან შეგიძლიათ მოიტანოთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილებაში . არასრული სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება. საბუთების მიღების დასრულების შემდეგ კანდიდატებს მიეწოდებათ ინფორმაცია გასაუბრების კომისიის სხდომის თარიღის შესახებ.

საბუთების მიღება დაიწყება  10 ოქტომბერს და დასრულდება 18 ოქტომბერს. 

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთმისამართი: მ. ალექსიძის 1/3

სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ტელ.: (32) 2 47 42 42 (შიდა 106)

577 977 192-  გვანცა ბოჭორიშვილი სტაჟირების პროგრამის კოორდინატორი

საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილება