გრიგოლ ფერაძე 120 – გამოფენის გახსნა

გრიგოლ ფერაძე 120 – გამოფენის გახსნა

25 სექტემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა გრიგოლ ფერაძის დაბადებიდან 120 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა. ღონისძიება იმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში. გამოფენაზე წარმოდგენილია გრიგოლ ფერაძის ავტოგრაფული ნუსხები და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები: ფოტოები, თეოლოგიური ხასიათის თხზულებები, ყრმობისა და მოსწავლეობის პერიოდის ნაწერები, მიმოწერა კორნელი კეკელიძესთან და სხვა. საარქივო დოკუმენტების გარდა გამოფენაზე მოსულმა სტუმრებმა მოისმინეს ლექციები: რომანოზ ფერაძე (გრიგოლ ფერაძის ძმისშვილი) – გრიგოლ ფერაძე – ქართველი მოღვაწე ევროპაში (მომხსენებელი – დოქტ.თამარ ჭუმბურიძე); გრიგოლ ფერაძე – ადამიანი-ლეგენდა, დოქტ. რომანოზ ფერაძე (გრიგოლ ფერაძის ძმისწული) გარდა ამისა, გაიმართა გრიგოლ ფერაძის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოცემის „ბერმონაზვნობის დასაწყისი საქართველოში“ პრეზენტაცია. დამთვალიერებელს გრიგოლ ფერაძის არქივის ხილვა 2 დღის განმავლობაში შეეძლება. ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა 1995 წელს.

#მეცნიერებაწარმატებისთვის #ScienceforSuccess