საბუნებისმეტყველო და სამედიცინო შინაარსის ხელნაწერები

საბუნებისმეტყველო და სამედიცინო შინაარსის ხელნაწერები

24 სექტემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს თბილისის №50 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. ბავშვებმა დაათვალიერეს ორიგინალი ხელნაწერები. შეხვედრას უძღვებოდნენ ხელნაწერ სიძველეთა დაცვისა და აღრიცხვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ აბულაძე და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო თანამშრომლობისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა გოგონაია. ისინი მოსწავლეებს ესაუბრნენ ხელნაწერების მნიშვნელობასა და ისტორიაზე. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ლექციები თემებზე: სამედიცინო ცოდნა შუა საუკუნეების საქართველოში, ქართული სამედიცინო წიგნები და მათი აღმოსავლური წყაროები, რა იცოდნენ XIX საუკუნის 60-იანი წლების საქართველოში ინფექციური დაავადებების შესახებ?, ჯანდაცვის კულტურა XIX-XX სს.